სალომე ზურაბიშვილი – ტერორი საქართველოში – მთავრობამ დამოუკიდებელი მედიასაშუალების, „ბათუმელების“ ანგარიშები გაყინა – ეს სამართლიანობა არ არის, ეს მიზანმიმართული რეპრესიაა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემა „ბათუმელების“ ანგარიშებზე ინკასოს დადებას ეხმაურება და მედიასაშუალების წინააღმდეგ გამოყენებულ სასჯელს მიზანმიმართულ რეპრესიად აფასებს.
„ტერორი საქართველოში – მთავრობამ დამოუკიდებელი მედიასაშუალების, „ბათუმელების“ ანგარიშები ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესამდე სულ რაღაც რამდენიმე დღით ადრე გაყინა – აშკარა სასჯელის აქტი. ეს სამართლიანობა არ არის. ეს მიზანმიმართული რეპრესიაა“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
შეგახსენებთ, დღეს გამოცემა „ბათუმელებმა““გაავრცელა ინფორმაცია, რომ შემოსავლების სამსახურმა მათ ანგარიშებს ინკასო დაადო. როგორც ისინი აცხადებენ, ოფიციალური მიზეზი ფინანსური დავალიანებაა, რომელიც 47 ათას ლარს შეადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“