“ჩემი საყვარელი ნანის დაბადების დღეა” – მომღერალი ნანი ბრეგვაძე 89 წლის იუბილეს აღნიშნავს – Marao

ქართველი საესტრადო მომღერალი იუბილარის. ის 89 წლის გახდა. შვილიშვილმა ნატალია ქუთათელაძემ დაბადების დღე სოციალურ ქსელში მიულოცა წარწერით, “ჩემი საყვარელი ნანის დაბადების დღეა. 89”
ნანი ბრეგვაძე მსახიობ გიორგი ბრეგვაძისა და თავადთა შთამომავლის ოლგა მიქელაძის ოჯახში დაიბადა. სახლში თითქმის ყველა მღეროდა, ამიტომ მუსიკალური ნიჭი ნანის მემკვიდრეობით ერგო. ოლგა საკმაოდ მკაცრი დედა იყო.
სასცენო მოღვაწეობა ნანი ბრეგვაძემ 1956 წელს დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში. 1957 წელს გახდა მეექვსე საერთაშორისო ახალგაზრდულ-სტუდენტური ფესტივალის ლაურეატი მოსკოვში, სადაც შეასრულა გურამ ბზვანელის მიერ იოსებ გრიშაშვილის ლექსზე შექმნილი სიმღერა „ჩავაქრე სანთელი“.
1964 წელს პირველად გამოვიდა დარბაზ ‘ოლიმპიაში’,მოსკოვის მიუზიკ-ჰოლთან ერთად გასტროლის ფარგლებში, სადაც ორი თვის განმავლობაში მღეროდა. ამ მოვლენამ საბოლოოდ განსაზღვრა ნანი ბრეგვაძის, როგორც მომღერლის ბედი. პარიზიდან დაბრუნებული ნანი მიიწვიეს ანსამბლ “ორერაში”, რომელთანაც 15 წელი ითანამშრომლა. 1980 წლიდან ნანი ბრეგვაძე სოლო კარიერას იწყებს.
ნანი ბრეგვაძის მეუღლე მერაბ მამალაძე იყო. დედამ დაარწმუნა გოგონა, ბიჭი კარგი ოჯახიდან არის, აუცილებლად უნდა გაჰყვე ცოლად და ნორმალური ოჯახი შექმნაო.
ნანის გათხოვება არ სურდა, თუმცა როცა მერაბი ხელის სათხოვნელად მივიდა, ის, მშობლების რჩევით, დათანხმდა ვაჟის წინადადებას, თუმცა, როგორც ამბობენ, არც იმ დროს და არც შემდეგ მომღერალი მერაბის მიმართ ძლიერ გრძნობას არ განიცდიდა. ნანის დედამ მერაბს პირობა ჩამოართვა, რომ ის გოგონას სიმღერას არ დაუშლიდა, თუმცა მან მოგვიანებით პირობა დაარღვია.
ნანის ჰყავს ქალიშვილი ეკა მამალაძე, რომელიც დედის მსგავსად მუსიკალურ სფეროში მოღვაწეობს, ასევე შვილიშვილი ნატალია ქუთათელაძე. ისინი ოჯახის გზას აგრძელებენ.