წარმატების მუდმივი ფორმულა არ არსებობს, თუკი მისკენ სავალ გზაზე საჭირო და მნიშვნელოვან ცვლილებებს არ შეიტან. საფეხბურთო ტაქტიკებშიც გვინახავს, როცა ესა თუ ის ამოიწურება, იოლად გასაშიფრი გახდება, მისმა შემქმნელმა რამე თუ არ მოიფიქრა, ყველაფერი თავზე ჩამოენგრევა. ეს გვარდიოლას შემთხვევაშიც იგრძნობოდა, მისი იდეალური “ბარსადან” სანამ ბევრი რამ არ დაიხვეწა, იდეალურ “სიტიმდე” ვერ მივედით.
რა იქნება პსჟ-ს შემთხვევაში? გუნდს შიდა ასპარეზზე რეალური კონკურენტი არ ჰყავს. “მონაკო” კი გაძლიერდა, მაგრამ რთული იქნება, მათ პარიზელებზე ნაკლები ქულა დაკარგონ. ამის მიუხედავად, ლუის ენრიკემ და მისმა გუნდმა საზომები გაზარდეს და მათგან კვლავ ლაღ და დამაჯერებელ თამაშსა და შედეგს ელიან, მათ შორის ჩემპიონთა ლიგაზე.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი რასაც ესპანელ მწვრთნელ დაანახებდა, განსაკუთრებით “ბოტაფოგოსთან” მატჩში, ისაა, რომ შესაძლებელი ყოფილა, მათზე დაბალი რანგის გუნდმა, ზედმეტი სიხისტითა და დაცვაში მწყობრი თამაშით, ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულს მოუგოს. საფრანგეთის ჩემპიონატში კი ამ სტილის საკმაოდ ბევრი მეტოქეა.
ენრიკეს შეტევების გამრავალფეროვნება მოუწევს. გასაგებია, გუნდი დატოვებულ სივრცეებს კარგად იყენებს, მაგრამ საკუთარი კლასის დემონსტრირება შეზღუდულ არეალშიც მოუწევს. აქ ერთ-ერთი მთავარი მოულოდნელობისა და განსხვავებულის ეფექტი იქნება. “ჩელსისთან” ფინალში რამდენჯერმე უკანდახეული დემბელე ვნახეთ, ვინც თანაგუნდელებს პასებს სიღრმიდან აწვდიდა და ეს იქნებ ერთი საინტერესო გზა იყოს.
სავსებით შესაძლებელია, სასარგებლო სიახლე იყოს ხვიჩა კვარაცხელიას დაახლოებით ისე გამოყენება, როგორაც ამას ევროპის ჩემპიონატზე ვილი სანიოლი აკეთებდა – დაცვითი ფუნქციებიდან გათავისუფლებული “კვარა”, ვინც ორფორვარდიან ტაქტიკაში წინაა და სისწრაფით უპირატესობას ქმნის. ასეთ შემთხვევაში მაშინ პსჟ ბურთით ნაკლებად უნდა წარმოვიდგინოთ, ის მოწინააღმდეგეს უნდა დაუთმოს, ნახევარდაცვაში მოპოვების შემდეგ კი კონტრშეტევა სწრაფად წამოიწყონ. მეტოქის ზემოთ “ატყუებისა” და შემდეგ სივრცეების გამოყენებას პარიზული გუნდი პერიოდულად ისედაც მშვენივდად ახერხებს.
რადგანაც ორფორვარდიანი ტაქტიკა დავუშვით, მაშინ აქ უფრო შედეგიანი ფეხბურთელი უნდა იყოს, ვიდრე პორტუგალიელი რამოშია. როცა ენრიკეს მოძრავი შემტევი სამეულით თამაში უალტერნატივოდ გადაწყვეტილი ჰქონდა, სათადარიგოთა შორის უფრო მაღალი კლასის ფორვარდი არ დაჯდებოდა, მეტი დროის მიცემის პირობებში კი ეს შესაძლებელი იქნება. თუკი გუნდი მოინდომებს, ფინანსურად არ გაუჭირდებათ, ვისაც მოისურვებენ, მოსაწონი პირობები შესთავაზონ. მთავარია, ის ენრიკეს გემოვნებაში ჯდებოდეს და გუნდი გააძლიეროს და არა ერთიანობა დაარღვიოს. შესაძლოა, 20 წლის მაროკოელმა ფორვარდმა ილიეს ჰუსნიმ ძირითად გუნდში მეტი დრო მიიღოს, ვინც იჯარიდან დაუბრუნდა.
“ჩელსისთან” შეხვედრაში ლუისი ალბათ დაფიქრდა, რომ ერთი განსხვავებული, უფრო ძალისმიერი ნახევარცველი “შავი დღისთვის” სჭირდება. შესაძლოა, ეს მთლად კაისედო არ იყოს, მაგრამ მაინც, რაც ესპანელის ხელში ნამდვილად “ახალი” “პსჟ” და საჭირო დროს გეგმა “ბ” იქნება. საინტერესოა, რენატო სანჩესს კვლავ იჯარით გაუშვებენ თუ არა.
“ლევერკუზენში” ნორდი მუკიელემ სამ ცენტრალურ მცველში თამაშის დიდი გამოცდილება მიიღო და გუნდში დაბრუნებული 27 წლის ფეხბურთელი იქნებ ენრიკეს ამ საქმეში გამოადგეს და გუნდმა სამი უანახაზელით თამაში დატესტოს. ამ შემთხვევაში, ჰაკიმისა და მენდეშსაც მეტი თავისუფლება ექნებათ, შემტევებს კი, უპირველესად, ხვიჩა კვარაცხელიას, დაცაში თამაში უფრო ნაკლებად დასჭირდებათ.
ჩვენ მხოლოდ ვარაუდებს განვიხილავთ, მაგრამ ერთი ფაქტია, რაც ენრიკემაც კარგად იცის – ცვლილებები საჭიროა!..
“სრული უაზრობაა, მის განცხადებას არ ვეთანხმები” – მაჰრეზი რონალდოს მოსაზრებაზე
რა მოქაჩა თმაზე ასეთი – პსჟ-ს ნახევარმცველს დისკვალიფიკაცია ემუქრება
“ის უბრალოდ ამას ცდილობდა” – პსჟ-ის პრეზიდენტმა ლუის ენრიკეს ჟოაო პედროსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ლუის ენრიკემ სამი ფეხბურთელი დუბლებში გაამწესა
კაპელო: “კვარა” პსჟ-ში სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
მოუკრეფავში გადავიდნენ – იტალიელმა ჟურნალისტმა კვარაცხელიას ციგანი უწოდა
“თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!” – ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
“გუნდში რუსი არ დამახვედროთ” – უკრაინელი ფეხბურთელის ულტიმატუმი პსჟ-ს
“არავითარი რაშფორდი, “ნაპოლიმ” “კვარას” შემცვლელად ეს შემტევი უნდა დაიმატოს” – კასანოს რჩევა “პარტენოპეის”
“ის მათსავით კარგია” – მარსელომ პსჟ-ს შემტევებზე ისაუბრა
Nuovo Kvara – “ნაპოლიმ” ქართველის შემცვლელი შეიძინა
ნევეში და ლუის ენრიკე შეიძლება დასაჯონ
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ – არა
