უკრაინის პრემიერი – ს სასტიკი თავდასხმების კიდევ ერთი ღამე – უკრაინის ქალაქები გრძნობენ, თუ რას ნიშნავს სინამდვილეში რუსეთის ე.წ. „მშვიდობის სურვილი“

უკრაინის ქალაქებზე ს სასტიკი თავდასხმების კიდევ ერთი ღამე, , ივანო-ფრანკოვსკი, ხარკოვი – სხვა ქალაქებთან ერთად – გრძნობენ, თუ რას ნიშნავს სინამდვილეში რუსეთის ე.წ. „მშვიდობის სურვილი“, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ მინისტრი, იულია სვირიდენკო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„რუსეთი მხოლოდ იმიტომ აგრძელებს მოქმედებას, რომ მას ჯერ კიდევ არ განუცდია რეალური შედეგები. ყოველ დაყოვნებას თავისი ფასი აქვს და მხოლოდ თამამ რეაგირებას შეუძლია შემდეგი თავდასხმების შეჩერება“, – წერს უკრაინის პრემიერი.
ცნობისთვის, რუსეთმა ს 450 დრონით და რაკეტით შეუტია. 23 დრონის დარტყმა 3 ლოკაციაზე დაფიქსირდა.
უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ აღნიშნა, რომ ნგრევა და ნანგრევების ცვენა დაფიქსირდა ს გოლოსეევსკის, დარნიცკის, დნეპროვსკის, ობოლონსკის, სვიატოშინსკის და სოლომენსკის რაიონებში. ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაღუპულისა და შვიდი დაშავებულის შესახებ.
ამასთან, რუსებმა მასშტაბური შეტევა განახორციელეს ივანო-ფრანკოვსკიზე. ქალაქის მერის, ივან მარცინკივის განცხადებით, რუსებმა გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის რაკეტები, ასევე „შაჰედის“ დრონები. თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები, დაშავდა, სულ მცირე, სამი ადამიანი.