რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს, კიევში მსხვერპლია

რუსეთის ჯარებმა რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა 21 ივლისს, შუაღამის შემდეგ დაიწყეს.
ს საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ტიმურ ტკაჩენკოს ტელეგრამ-არხზე დილის ექვსი საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, დედაქალაქში დაიღუპა ერთი და დაიჭრა ორი ადამიანი.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, შევჩენკოს, სოლომენსკის, დნეპრის და დარნიცკის რაიონებში ხანძრები გაჩნდა სახლებსა და არასაცხოვრებელ შენობებში.
დაზიანებულია მეტროს სადგურ „ლუკიანოვსკაიას“ შესასვლელი.
რუსეთს ჯარების თავდასხმებისას კიეველების დიდი ნაწილი თავს მეტროს აფარებს. ასე იყო 21 ივლისსაც. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, სადგურ „ლუკიანოვსკაიაში“ მყოფი მოქალაქეები არ დაშავებულან.
რუსული დრონებით მასირებული შეტევა იყო ქალაქ ხარკოვზეც. მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით, დაზიანებულია სახლები, გზები, ტრამვაის რელსები და ელექტროგადამცემი ხაზები. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – ვაკეში სპორტის აკადემია არსებობას ასრულებს, თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერის გამო – მარაზმატული ცათამბჯენი უნდა აშენებულიყო, თუმცა აკადემიაც აღდგენილიყო, ახლა კიდევ უფრო მაღალი ცათამბჯენი აშენდება