ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი: მესამე მსოფლიო ომის შუაგულში ვართ, ირანის წინააღმდეგ, რომლის საცეცები უკვე ევროპაშია

მესამე მსოფლიო ომი ირანის მიერ დანერგილი რადიკალური ისლამის საშიში შეხედულებების წინააღმდეგ უკვე დაიწყო, – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა.

„ჩვენ მესამე მსოფლიო ომის შუაგულში ვართ, ირანის წინააღმდეგ, რომელიც უძღვება რადიკალურ ისლამს და რომლის საცეცები უკვე ევროპაშია“, – აღნიშნა  საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

კაცმა აღნიშნა, რომ მან საგარეო უწყება დატოვა პანდემიის ფონზე და ახლა დაბრუნდა ომის ფონზე, რომელიც მიმდინარეობს არა მხოლოდ „ჰამასის“, არამედ ძალადობრივი რადიკალური იდეოლოგიის წინააღმდეგაც.

„ეს არ ჰგავს პირველ ან მეორე მსოფლიო ომს. ისრაელი ამ ომის წინა ხაზზეა“ – დასძინა ისრაელ კაცმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – გვახსოვს, აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვში სამხედრო აღლუმს ევროპის წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრნენ, თუმცა მაშინ დღის წესრიგში არ იდგა რუსეთის “გაშავება” – შეიცვალა დღის წესრიგი და ამის შემდეგ რუსეთი გახდა “ოკუპანტი”