კიევის მიერ სანქცირებულთა სია გაფართოვდა

კიევის მიერ სანქცირებულთა სია გაფართოვდა. Ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას სანქცირებულთა სიაში კიდევ 5 პირის შეყვანის შესახებ, მათგან ორი რუსია, სამი კი უკრაინელი.
🔴 სიაში შემდეგი პირები მოხვდნენ:
• იულია ლატინინა – რუსი ჟურნალისტი და მწერალი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას მხარს უჭერს და ამბობს, რომ „უკრაინა საკუთარი ტერიტორიების ამპუტაციას უნდა შეეგუოს.“
• ტატიანა აქსენენკო – რუსი სამხედრო პროპაგანდისტი, არხის „«Архангел Спецназа» ადმინისტრატორი.
• გენადი ბალაშოვი – ბიზნესმენი, პარტია „5.10“-ის ლიდერი, ყოფილი სახალხო დეპუტატი და პრეზიდენტობის კანდიდატი (2019)
• ნატალია კოროლევსკა – იანუკოვიჩის მთავრობის სოციალური პოლიტიკის ყოფილი მინისტრი და ყოფილი პარლამენტარი.
• ანდრეი სერებრიანსკი – ბლოგერი და ტელეწამყვანი, რომელიც 2019 წელს რადას დეპუტატობაზე იყრიდა კენჭს.
📍 სანქციების მიზეზია იმ საინფორმაციო კამპანიებში მონაწილეობა, რომლებიც ომს ლეგიტიმაციას აძლევენ და უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას ძირს უთხრიან.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“