მოუკრეფავში გადავიდნენ – იტალიელმა ჟურნალისტმა კვარაცხელიას ციგანი უწოდა

იტალიაში და კერძოდ ნეაპოლში ფეხბურთელებს ხშირად აყენებენ შეურაცხყოფას. ორიოდ დღის წინ „ნაპოლის“ გულშემატკივრებმა ქალაქში ბანერი გამოფინეს და ვიქტორ ოსიმენს უვიცი და მდაბიო უწოდეს, ახლა კი მორიგი სკანდალი აგორდა.
Tuttonapoli-ს ცნობით, Canale 8-ზე გადაცემა Ne parliamo da Dimaro-ში, პირდაპირ ეთერში „გაძეტა დელო სპორტის“ ყოფილმა ჟურნალისტმა, ვინმე გაეტანო იმპარატომ სატრანსფერო საკითხების განხილვისას განაცხადა, რომ , რომელიც პსჟ-ში გადავიდა – ციგანია.
გამოცემა წერს, რომ იმპარატოს ნათქვამმა მაყურებლების უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა იყვნენ ისეთები, რომელთაც ქართველის გაქილიკება მოეწონათ. „ნაპოლიმ“ ჟურნალისტს აკრედიტაცია გაუუქმა, ხოლო ტელეკომპანია მას აღარასოდეს მიიწვევს.
sport.virgilio აღნიშნავს, რომ ნებისმიერი პიროვნების შეურაცხყოფა მიუღებელია და გასულ წელს იმპარატოს ჯოვანი დი ლორენცოს შესახებ ნათქვამი გაიხსენა, თითქოს ის ინვალიდის ეტლში იჯდა და ისე თამაშობდა.
კაპელო: “კვარა” პსჟ-ში სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
კაპელო: “კვარა” პსჟ-ში სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია