რუსეთის უმდიდრესი მოქალაქეების ქონება 2023 წელს 50 მილიარდით გაიზარდა

2023 წელს ს უმდიდრესი მეწარმეების ქონება 50 მილიარდ დოლარზე მეტით გაიზარდა. გამოთვლები Bloomberg-ის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგზე დაფუძნებით გააკეთა რუსეთის სახელმწიფო სააგენტო RIA Novosti-მ.
ამ მონაცემების მიხედვით, კიდევ უფრო გამდიდრდა რუსეთის ხუთი მოქალაქე: ნავთობის ფირმა „ლუკოილის“ დამფუძნებელი,ვაგიტ ალეკპეროვი (+9,29 მილიარდი დოლარი), სასუქების საწარმო „ევროხიმის“ თანადამფუძნებელი ანდრეი მელნიჩენკო (+5,67 მილიარდი დოლარი), მეტალურგიული საწარმო НЛМК-ის დამფუძნებელი ვლადიმირ ლისინი (+4,08 მილიარდი დოლარი), „ლუკოილის“ ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ ფედუნი (+3,91 მილიარდი დოლარი) და გაზის მომპოვებელი საწარმო „ნოვატეკის“ ხელმძღვანელი ლეონიდ მიხელსონი (+2,83 მილიარდი დოლარი).
2022 წელს Bloomberg-ის სიაში მოხვედრილი უმდიდრესი რუსების საერთო ქონების მოცულობა შემცირდა 94 მილიარდი დოლარით, რის მიზეზიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციები იყო.
ალეკპეროვსა და ფედუნს სანქციები არ შეხებია. ლისინს სანქციები დაუწესა მხოლოდ ავსტრალიამ. მიხელსონი სანქციების სიაში შეიყვანა დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და ავსტრალიამ, მაგრამ არა – -მა და ევროკავშირმა.
მელნიჩენკომ თავის მიმართ დაწესებული სანქციები სასამართლოში გაასაჩივრა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით

მამუკა ხაზარაძე – ჩემი კოალიციური პარტნიორები: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა და ამ მანდატით ვსაუბრობდი მოლაპარაკებაზე