ს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბელგოროდში 12 რაკეტა „გაანადგურეს“

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა სარაკეტო შეტევა ბელგოროდის ოლქზე და დაადანაშაულა „ტერაქტის“ მცდელობაში.
სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, დღეს, 3 იანვარს, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით „გაანადგურეს“ 6 რაკეტა „ტოჩკა-უ“ და 6 რაკეტა „ოლხა“. ს თავდაცვის სამინისტროს თანახმად, „აღკვეთილია ს რეჟიმის მორიგი მცდელობა, ტერორისტული შეტევა განეხორციელებინა ობიექტებზე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე“.
ინფორმაცია ბელგოროდზე მორიგი სარაკეტო შეტევის შესახებ, თავდაპირველად დღეს დილით ტელეგრამით გაავრცელა ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა. ს თავდასხმაზე ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
რუსეთის ბელგოროდის ოლქი უკრაინის ხარკოვის, ლუგანსკისა და სუმის ოლქებს ესაზღვრება.
2 იანვარს ბელგოროდის ოლქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 4 სარაკეტო შეტევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 11 დაიჭრა. რუსეთის ოფიციალური ინფორმაციით, ქალაქ ბელგოროდზე სარაკეტო იერიში განხორციელდა 30 დეკემბერსაც. ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, დაიღუპა 25 და დაიჭრა 100-ზე მეტი ადამიანი.
ბელგოროდზე 30 დეკემბრის შეტევის შემდეგ, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ტერორისტული აქტი უწოდა, რუსეთის არმიამ გააძლიერა რაკეტებით და დრონებით თავდასხმები უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის ხარკოვსა და კიევზე.