სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელი – მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ისრაელის წინააღმდეგ საქმის მოსმენა 11-12 იანვარს გაიმართება

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ისრაელის წინააღმდეგ საქმის მოსმენა 11-12 იანვარს გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის დეპარტამენტის პრესსპიკერი, კლეისონ მონიელა ავრცელებს.
„მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ საქმის მოსმენა, რომელიც სამხრეთ აფრიკამ მოითხოვა, 2024 წლის 11-12 იანვარს დანიშნა. ჩვენი ადვოკატები ამისთვის ემზადებიან“, – წერს კლეისონ მონიელა X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
ცნობისთვის, ისრაელის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისრაელი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარდგება, რათა ღაზაში გენოციდის შესახებ სამხრეთ აფრიკის ბრალდებებს შესაბამისი პასუხი გასცეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – გვახსოვს, აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვში სამხედრო აღლუმს ევროპის წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრნენ, თუმცა მაშინ დღის წესრიგში არ იდგა რუსეთის “გაშავება” – შეიცვალა დღის წესრიგი და ამის შემდეგ რუსეთი გახდა “ოკუპანტი”