ლაშა ძებისაშვილი: ეკონომიკური ვარდნის დასაბალანსებლად და ფულადი მასის შემოტანის მიზნით, როგორც ჩანს დაგეგმილია ათი თასობით მდიდარი არაბის ჩამოსახლება სპარსეთი ყურის სახელმწიფოებიდან (ჩინეთიდანაც და სხვა ქვეყნებიდანაც, რატომაც არა)

უსაფრთხოების ექსპერტი, პროფესორი ლაშა ძებისაშვილი:

როგორც ჩანს ოცნება ემზადება, თან საფუძვლიანად რომ ძალაუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ, სრულიად მოწყვიტოს ქვეყანა ევროპას, აქეთ დაუწესოს სავიზო რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნებს, შესაძლოა ელჩებიც კი გაიწვიოს, ჩინეთის დახმარებით ჩახსნას ქართული საფინანსო და საბანკო სისტემა დასავლურ ცივილიზებულ საფინანსო სისტემისგან, და საბოლოოდ დადგეს ს გვერდით.
კობახიძის დღევანდელი ბრიფინგიც ამის პირდაპირი აღიარებაა (დაუწუნა ურაინას ბრძოლის გაგრძლების სურვილი, და ევროპას რუსეთის დასუსტების მიზანი).
ოცნებას ფეხებზე ჰკიდია საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური, ფინანსური და სოციალური ინტერესი. ევროპაში ვეღარავინ წავა სამუშაოდ, დასასვენებლად თუ სამედიცინო მკურნალობის მისაღებად. მილიონნახევარ ქართულ ემიგრაციას გაუჭირდება სამშობლოსთან არა მხოლოდ საფინანსო ტრანსფერების განხორციელება არამედ ფიზიკური კავშირიც (შეიძლება ზოგი არც კი შემოუშვას).
მ სამკურნალოდ სხვა ქვეყნებშიც შეიძლება სიარულიო და იქ კი განზრახ ამნეზია დაემართა და ვერ განმარტა რომელ სხვა ქვეყნებში (ევროპის გარდა) იღებენ ქართველი მოქალაქეები ლამის უფასოდ ურთულეს და უძვირეს სამედიცინო დახმარება/მკურნალობას.
დასავლეთისგან ფინანსური და ეკონომიკური სანქციების შემთხვევაში ყველაზე მეტად დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებიან სოციალურად დაუცველი ფენები, პენსიონერები და ახალგაზრდობა. მაგრამ არც საშუალო ფენას დაადგება კარგი დრო….როცა ფასები ზემოთ გავარდება და მას ხარჯებიც მიყვება, ხოლო შემოსავალი პირიქით დაიკლებს. (აბა მილიონერი არაბი ტურისტებისგან შემოსავალს საშუალო სტატისტიკური ქართველი მაქსიმუმ ტაქსაობით თუ მიიღებს).
ამასთან ერთად ეკონომიკური ვარდნის დასაბალანსებლად და ფულადი მასის შემოტანის მიზნით, როგორც ჩანს დაგეგმილია ათი თასობით მდიდარი არაბის ჩამოსახლება სპარსეთი ყურის სახელმწიფოებიდან (ჩინეთიდანაც და სხვა ქვეყნებიდანაც, რატომაც არა). აბა სხვანაირად ვერ აიხსნება ამდენი ფეშენებელური დასახლებების სწრაფი ტემპით მშნებელობა მთელი საქართველოს მასშტაბით (სრულ ინფორმაციას აგერ შალვა ნათელაშვილი მოგაწვდით).
2022 წლიდან საკართველოში უკვე რეზიდენტად რეგისტრირებულია დაახლოვებით 150 ათასი უცხო მოქალაქე (ძირითადად რუსეთიდან), ხოლო გასულია დაახლოებით ამდენივე ქართველი. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა მომდევნო სამ წელიწადში კიდევ დამატებით 150 ათასი უცხო რეზიდენტი გვეყოლება…ანუ საქართველოს მოსახლეობის უკვე 10% იქნებიან ქართული კულტურისგან სრულიად შორს მდგარი უცხო მოქალაქეები.
ოცნების მიერ ქვეყნიდან ქართველების ასეთი სწრაფი გაძევების შედეგად, ბუნებრივია წარმოიშვება მუშახელის მზარდი უკმარისობა, რაც უკვე ეხლაცაა სახეზე. ეს ნიშნავს იმას რომ დიდი და საშუალო ბიზნესი, რომელიც ისედაც ოცნებასთან არის ასოცირებული, მასობრივად დაიწყებს საქართელოში იაფი მუშახელის შემოყვანას ….და უკვე მასობრივი სურათი იქნება საქართველოს ქალაქებში (საწყის ეტაპზე, თორემ რაიონებშიც დაიწყება ეს პროცესი) კომპაქტურად უცხოელების დასახლებების გაჩენა თავისი პარალელური სამყაროებით, სადაც ვერავინ ვერ გაბედავს შეცვლას. დაპირისპირებები და კონფლიქტები ქართველებთან მერე ნახეთ. ასევე მაინტერესებს ეკლესიის ეს ცეხავიკი კრიმინალ მილიონერი მამაოები მერე რას იზამენ….
არ დაგავიწყდეთ რეგიონში, ანუ სამხრეთ კავკასიაში როგორც აზერბაიჯანი, ისე სომხეთი სულ უფრო თანმიმდევრულად იწყებენ რუსული გავლენებისგან გათავისუფლებას. და პირველად 1801 წლიდან იქმნება შესაძლებლობა ნამდვილად თავისუფალი (რუსეთისგან), მშვიდობიანი და ერთიანი სამხრეთ-კავკასიის შექმნისა, რომელიც მჭდროდ იქნება დაკავშირებული ევროკავშრთან. სამწუხაროდ ამ გეგმის მთავარ წინაღობედ სულ უფრო ყალიბდება საქართველო ქართული ოცნების სახით, რაც არ შეიძლება სულ უფრო მეტ გაღიზიანებას არ იწვევდეს ბაქოში, ერევანში თუ ანკარაში. ევროპაზე აღარ ვსაუბრობ. ეს მით უფრო იმ ფონზე როცა რეგიონს სურვილი აქვს საგრძნობლად განავითაროს დასავლეთ-აღმოსავლეთის სატრანსპორტო დერეფნის ფუნქცია, რომელიც რუსეთზე მიბმული საქართველოთი ვერასოდეს განხორციელდება.
ეს ის რუსეთია, რომელმაც პირდაპირ არაერთხელ განაცხადა ღიად რომ არ სურს ომის შეწყვეტა, რუსეთის მიზანია ომის არა თუ შეწყვეტა არამედ მისი გაფართოვებაც ევროპის სხვა სახელმწიფოებზე თავდასხმით და ამის მომსწრეც გავხდებით.
მოკლედ სრულიად ანტი-ქართულ ანტი-ეროვნულ და სუბსტანციად ჩამოყალიბდა ოცნება, და მგონი არაქართულ-ოცნებად შევა კიდევაც ისტორიაში. ვნახოთ …