სალომე სიმონია: მათი შვილებისთვის არა, მაგრამ დანარჩენი ყველასთვის, დასავლეთი საშიში ყოფილა

სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:
თურმე, ნუ იტყვით და ოცნებას საკუთარ შვილებზე მეტად ქართველი ბავშვები უყვართ. იმიტომ რომ, საკუთარ შვილებს ზუსტად იმ ქვეყნებში აჩენენ, ასწავლიან და აცხოვრებენ, სადაც ამტკიცებენ, რომ ოჯახური ღირებულებები არ არსებობს, გარყვნილებაა, სადაც ქართველობას გართმევენ და ქალი კაცია და პირიქით.
🔹️ბიძინა ივანიშვილის 4 შვილიდან, სამი საზღვარგარეთ ცხოვრობს.
🔹️კახა კალაძის შვილები მილანსა და პარიზში არიან დაბადებული.
🔹️მიხეილ ყაველაშვილის შვილები ინგლისსა და შვეიცარიაში დაიბადნენ.
🔹️გია ვოლსკის შვილი ნიუ-იორკში დაიბადა.
🔹️ალუდა ღუდუშაურის ორივე შვილი ამერიკაში დაიბადა.
🔹️ბექა ოდიშარიას შვილი ამერიკაში დაიბადა.
🔹️ანრი ოხანაშვილის ორივე შვილი გერმანიაში, ბერლინშია დაბადებული.
🔹️დავით სონღულაშვილის შვილი საფრანგეთში დაიბადა.
🔹️ბაია კვიციანმა შვილი დიდ ბრიტანეთში გააჩინა.
__________________________________________
🔹️ირაკლი ღარიბაშვილმა შვილი ამერიკაში, პენსილვანიის უნივერსიტეტში გაუშვა სასწავლებლად, თანაც სამთავრობო თვითმფრინავით.
🔹️თეა წულუკიანმა და კახა კალაძემ შვილები ფრანგულ ძვირადღირებულ სკოლაში მიიყვანეს.
🔹️თეა წულუკიანმა ინტერვიუში განაცხადა – იმთავითვე გადაწყვეტილი მაქვს, რომ ჩემი შვილი ევროპაში ისწავლისო.
🔹️გია ვოლსკის უმცროსი ვაჟი ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს.
🔹️გოჩა ენუქიძის (დეპუტატი) შვილი გერმანიაში სწავლობდა.
🔹️ნინო წილოსანს ერთი შვილი ბრიტანეთში, სამეფო კოლეჯში ჰყავს გაგზავნილი, მეორე – ამერიკაში.
🔹️მაკა ბოჭორიშვილის შვილი ბრიუსელში სწავლობს.
🔹️ზაზა ლომინაძის (დეპუტატი) ქალიშვილი გერმანიაში სწავლობდა. ახლაც იქ ცხოვრობს.
🔹️გიორგი სოსიაშვილის (დეპუტატი) შვილი ტუშის უნივერსიტეტში, იტალიაში სწავლობს.
❗️მათი შვილებისთვის არა, მაგრამ დანარჩენი ყველასთვის, დასავლეთი საშიში ყოფილა.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)