ენტონი ბლინკენსა და დევიდ კამერონს შორის ისრაელისა და უკრაინის საკითხზე სატელეფონო საუბარი შედგა

ენტონი ბლინკენსა და დევიდ კამერონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას -ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანმა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ღაზაში მიმდინარე კონფლიქტი და უკრაინის დახმარების საკითხი განიხილეს.
„ასევე, მათ წითელ ზღვაში ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ მიერ კომერციულ გემებზე განხორციელებული თავდასხმების წინააღმდეგ კოლექტიური მრავალმხრივი მოქმედების მნიშვნელობა განიხილეს“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.