საქართველოს ეროვნული ნაკრების ის შემადგენლობა, საიდანაც ევრობასკეტისთვის 12 კალათბურთელი შეირჩევა, ცნობილია. სერბმა სპეციალისტმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა, რომელიც საქართველოს ნაკრებს სათავეში ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ტურნირის წინ ჩაუდგა და ფინალურ ეტაპზე გაიყვანა, 16-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ეს 16 კალათბურთელი 28 ივლისიდან ლატვიაში დაიწყებს ვარჯიშებს, მთლიანობაში 6 მოსამზადებელ მატჩს ჩაატარებს და აგვისტოს ბოლოს კვიპროსში, ევროპის ჩემპიონატში ჩაებმება
.
შემადგენლობაში ევროპაში მოთამაშე ლეგიონერებთან ერთად ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ლიგის კალათბურთელები არიან. გოგა ბითაძეს და სანდრო მამუკელაშვილს ევრობასკეტის შესარჩევი ტურნირის 6 მატჩში გასაგები მიზეზის გამო არ უთამაშიათ, თუმცა ევრობასკეტის მსვლელობისას ნბა-ში სეზონთშორისი პერიოდია და იქ მოთამაშე კალათბურთელები საკუთარი ქვეყნის ნაკრებში ასპარეზობენ.
გაფართოებულ შემადგენლობაში 7 სუპერლიგის მოთამაშეა, ერთიც ამერიკელი გამთამაშებელი, ნატურალიზებული საქართველოს მოქალაქე, კამარ ბოლდუინი. ამ შემადგენლობით საქართველოს ნაკრები შეკრებას ლატვიის კურორტ იურმალაში დაიწყებს, სადაც ერთკვირიანი ვარჯიშების შემდეგ 2 სპარინგ-მატჩს – ისრაელთან და ესტონეთთან გამართავს.
მთლიანობაში, საქართველო 6 მოსამზადებელ მატჩს გამართავს ევროპის 4 ქვეყანაში – ლატვიაში, ლიეტუვაში, პოლონეთში და ჩეხეთში. სწორედ ჩეხეთიდან, 25 აგვისტოს, საქართველოს ნაკრები კვიპროსში გაემგზავრება, სადაც 28 ივლისს ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს ესპანეთთან გამართავს.
GBF
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
დაეხმარება თუ არა ბოლდუინი ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს? – ნაკრების ექიმის კომენტარი
ლუკას სლოვენიასთან მატჩის დღე! – რა დაგვანახა საქართველოს ნაკრებმა და რაზე იმუშავებს ზუროსი…
დაეხმარება თუ არა ბოლდუინი ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს? – ნაკრების ექიმის კომენტარი
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე – კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და “გამოუსწორებელი” – თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
ისტორიული მატჩის დღე – საქართველო კაბო ვერდეს დასამარცხებლად!..
გაორებული გრძნობები კალათბურთზე – ზეიმის დროა, პრობლემებს კი მსოფლიოზე არგასვლა ვერ აგვარებს!..
ურთულეს ჯგუფში – EuroBasket 2025-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
