“მოღალატები არ უნდა დავინდოთ” – გიორგი მუმლაძე

ნაციონალული მოძრაობის წევრი, :
ამერიკაშია და იქ ცდილობს ჩვენი პარტნიორების დარწმუნებას, რომ ბიძინა “რუსულ არჩევნებში” შესვლა საქართველოს ხსნის ერთადერთი გზაა! გიორგი გახარია კი ბრიუსელშია და იქ დარბის, რომ ჩვენმა პარტნიორებმა რაიმე დადებითი თქვან ბიძინას “რუსულ არჩევნებში” შემსვლელ “ოპოზიციაზე”! ეს არის შემდგარი სამშობლოს ღალატის ქრონიკა! ეს ხალხი, რუს ბიძინასთან თანამშრომლობით, ყველას ერთად გვწირავს, რომ ვიცხოვროთ რუსული რეჟიმის პირობებში დევნის, სიღატაკის და ემიგრაციის ქვეშ! ვინც ლელოს და გახარიას მიმართ რაიმე ლოიალურს ფიქრობს, ან ამბობს, რეალობას მოწყვეტილი ბრიყვია, ან სამშობლოს ღალატის შეგნებული თანაზიარი. დღეს, რუსთაველიდან მექნება ფბ ლაივი და ვისაუბრებ კონკრეტულ ნაბიჯებზე, თუ როგორ უნდა მოვექცეთ საქმით მათ, ვინც ამ უთანასწორო ბრძოლაში ჩვენს საბოლოო გაწირვას აპირებს! ბიძინას რუსულ რეჟიმზე გამარჯვებისთვის, აუცილებელია რომ მოღალატეები არ დავინდოთ!

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კუპრაძე – თსუ-ის მარშზე არ ვიყავით წარმოდგენილი, აქციის მთავარი პოლიტიკური მოთხოვნიდან გამომდინარე, რაც ბოიკოტის მხარდაჭერას გულისხმობს – მონაწილეები ვიყავით და ვიქნებით ყველა ტიპის ქუჩის პროტესტში

ინფრასტრუქტურის მინისტრი ჯუთამდე მისასვლელ გზაზე – დეტალური საინჟინრო კვლევები და დაკვირვებითი სამუშაოები მიმდინარეობს, შედეგებზე დაყრდნობით მეწყრისგან დაცვის კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმება