ირაკლი კობახიძე – 20 ივნისის ღამეს 2 მთავარი მოქმედი პირი ჰყავდა და ევროპული და ყოფილი ამერიკული ბიუროკრატია გულმხურვალედ იცავდა როგორც მელიას, ისე გახარიას – კარგია, რომ სტრასბურგის სასამართლომ მოითხოვა გამოძიების ბოლომდე მიყვანა

20 ივნისის ღამეს ჰყავდა 2 მთავარი მოქმედი პირი: ერთ მხარეს იყო პირობითად, მელია და მეორე მხარეს იყო გახარია, ევროპული და ყოფილი ამერიკული ბიუროკრატია გულმხურვალედ იცავდა როგორც მელიას, ისე გახარიას. კარგია, რომ სტრასბურგის სასამართლომ მოითხოვა ჩვენგან გამოძიების ბოლომდე მიყვანა – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა, მ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნას 20 ივნისის გამოძიების ბოლომდე მიყვანასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობით მოეკიდება.
„რაც შეეხება 20 ივნისის ღამეს. ამ ღამეს ჰყავდა 2 მთავარი მოქმედი პირი: ერთ მხარეს იყო პირობითად, მელია და მეორე მხარეს იყო გახარია. ერთ მხარეს იყო პარლამენტის შენობის, სახელმწიფო ინსტიტუტის წინააღმდეგ შტურმი, რაც იყო უმძიმესი დანაშაული. გახსოვთ, რომ მაშინაც იგივე ევროპული ბიუროკრატია ძალიან აქტიურად ესარჩლებოდა ამ შტურმის, ხელისუფლების დამხობის მცდელობის ავტორებს. მეორე მხრივ, რაც ასევე კიდევ უფრო საინტერესოა, მაშინდელი ევროპული ბიუროკრატია გამოექომაგა პირდაპირ იმ ადამიანს, რომლის ქმედებებმაც მიიყვანა მაშინდელი პროცესები მძიმე შედეგამდე. უამრავმა ადამიანმა მიიღო დაზიანება, მათ შორის 7 ადამიანს მძიმე კვალი დააჩნდა ჯანმრთელობაზე. ორივე მიმართულებით, ჩვენ მაშინდელმა ევროპულმა ბიუროკრატიამ და მაშინდელმა ყოფილმა ამერიკულმა ბიუროკრატიამ მოგვთხოვა ამნისტიის კანონის მიღება. ისინი იცავდნენ ერთდროულად, გულმხურვალედ როგორც მელიას, ისე გახარიას. როგორც ხელისუფლების დამხობის მცდელობის ავტორებს, ასევე იმ ქმედებების ავტორებს, რომლებმაც მძიმე შედეგამდე მიიყვანა მაშინ პროცესები. კარგია, რომ სტრასბურგის სასამართლომ მოითხოვა ჩვენგან გამოძიების ბოლომდე მიყვანა და რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ“,- განაცხადა მ.