ბენიამინ ნეთანიაჰუ – “ჰამასმა“ მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებული ულტიმატუმი შეარბილა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, აცხადებს, რომ „ჰამასმა“ მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ულტიმატუმი შეარბილა.
ღაზაში დარჩენილი მძევლების ოჯახებთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ბენიამინ ნეთანიაჰუ მიანიშნებს, რომ მძევლების გათავისუფლების საკითხზე მოლაპარაკებები გრძელდება.
„ძალისხმევა გრძელდება. კონტაქტები მიმდინარეობს; ისინი არ არიან მოწყვეტილა. „ჰამასის“ მხრიდან იყო ულტიმატუმი, რომელიც ახლა შერბილდა“, – წერს ს პრემიერი.
საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, „ჰამასმა“ განაცხადა, რომ მძევლებს მხოლოდ საკუთარი პირობებით გაათავისუფლებს. Reuters-ის ცნობით, დაჯგუფების პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა, ისმაილ ჰანიემ „ჰამასის“ პოზიცია ეგვიპტისა და კატარის ოფიციალურ პირებს გააცნო, ქვეყნების, რომლებიც ცდილობენ, ისრაელი-ჰამასის კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას შეუწყონ ხელი.

ასევე დაგაინტერესებთ