ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე:
არის თუ არა დასავლეთთან დაშორება ეგზისტენციალური საფრთხე, უმეტესწილად ყოფით აუცილებლობებს ჩამოთვლიან ხოლმე – ემიგრანტები, მედიცინა, კეთილდღეობა და სხვა… რეალურად კი უფრო დიდი, ნამდვილად ეგსიზტენციალური საფრთხის წინ ვდგავართ, თორემ ზემოთჩამოთვლილის მიღება ჩინეთში და თურქეთშიც შეიძლება (სანამ თურქეთიც ევროკავშირის წევრი გამხდარა) –
დასავლეთისგან დისტანცირება ეგზისტენციალური საფრთხეა უპირველესად კულტურული თვალსაზრისით. ფაქტობრივად საქართველო წყდება ქრისტიანულ ცივილიზაციას. ერი კი პირველ რიგში კულტურული ფენომენია. ევროპასთან ხიდის ჩანგრევა საქართველოსთვის ქმნის ცივილიზაციური, კულტურული და იდენტობის კრიზისის წინაპირობას.