ტრამპი WSJ-ს უჩივლებს სტატიისთვის სკანდალებით ცნობილი ეპშტეინისადმი “უხამსი წერილის” შესახებ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აპირებს სასამართლოში უჩივლოს გამოცემა Wall Street Journal-ს, რომელმაც მისი სახელი დაუკავშირა ამერიკელ ფინანსისტს, პროსტიტუციაში არასრულწლოვანთა ჩართვისა და ტრეფიკინგის ბრალდებებით გასამართლებულ ჯეფრი ეპშტეინს.
Wall Street Journal-ის ინფორმაციით, 22 წლის წინ ტრამპი იყო ეპშტეინის იმ „მეგობრებს” შორის, რომლებმაც 50 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ალბომისთვის უხამსი მილოცვები დაუწერეს. გამოცემის აღწერით, ეპშტეინისადმი ტრამპის სავარაუდო წერილი წარმოადგენს ქალის შიშველი სხეულის გამოსახულებაზე დაბეჭდილ ტექსტს, რომელსაც ხელმოწერა აქვს სხეულის ინტიმურ ნაწილზე.
დონალდ ტრამპმა მსგავსი წერილის არსებობა უარყო და თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში 17 ივლისს დაწერა, რომ მან და თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა WSJ-ის მფლობელი რუპერტ მერდოკი და მთავარი რედაქტორი ემა ტაკერი გააფრთხილეს, ყალბი წერილი არ გამოექვეყნებინათ. ტრამპის თანახმად, მალე სასამართლოში უჩივლებს Wall Street Journal-ს, მის მფლობელ კორპორაცია NewsCorp-ს და კორპორაციის მფლობელ მერდოკს.
-ის პრეზიდენტმა გენერალურ პროკურორს დაავალა სასამართლოს თანხმობით საჯაროდ გამოაქვეყნოს ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებით ნაფიცი მსაჯულების წინაშე მიცემული ჩვენებები.
ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინი 2008 წლიდან გასამართლებული იყო ჯერ პროსტიტუციაში არასრულწლოვანთა ჩართვის და მათზე სექსუალური ძალადობის, შემდეგ კი ტრეფიკინგის ბრალდებებით. 2019 წელს ის ციხის საკანში მკვდარი ნახეს. ექსპერტიზის დასკვნით, ეპშტეინმა თავი მოიკლა.
გამოძიების თანახმად ჯეფრი ეპშტეინი არასრულწლოვანთა სექსუალურ მომსახურებას სთავაზობდა თავის მეგობრებსა და კლიენტებსაც.
საქმის მასალებში ფიგურირებდა დონალდ ტრამპის სახელიც, თუმცა მისი მხრიდან რაიმე უკანონო ქმედებების ნიშნების გარეშე.
ფორუმი