აშშ ცდილობს უკრაინაში იარაღის სწრაფად მიწოდებას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმის შესაბამისად, რომელიც ევროპას იარაღის შესყიდვისკენ მოუწოდებს და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების საკუთარი მარაგებიდან გაყიდვას განიხილავს, -ამის შესახებ ნატო-ში ვაშინგტონის წარმომადგენელმა, მეთიუ უიტაკერმა განაცხადა.
„ჩვენ ყველანი სწრაფად ვმოქმედებთ ამის ხელშეწყობისა და განხორციელების მიზნით და ვფიქრობ, რომ საქმეები ძალიან სწრაფად მიდის. მაგრამ ვერ დავადასტურებ თარიღს, თუ როდის დასრულდება ეს ყველაფერი“, – განაცხადა ნატო-ში აშშ-ის ელჩმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ნატო-მ მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ალიანსის ევროპული სახელმწიფოები ამერიკული იარაღის – განსაკუთრებით კი Patriot-ის სარაკეტო სისტემების – შეძენას და კიევისთვის გადაცემას გეგმავენ, თუმცა კითხვები გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან შევა ეს სისტემები და რამდენად მალე მოხვდება უკრაინის ტერიტორიაზე რუსული დაბომბვების ფონზე.
