საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ თურქეთის ბიზნეს დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ თურქეთის ბიზნეს დელეგაციას უმასპინძლა.
კერძოდ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ცნობით, თურქეთის ვაჭრობის მინისტრის, ბატონი ომერ ბოლათის, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სავაჭრო პალატის ორგანიზებით, საქართველო-თურქეთის ორმხრივი ბიზნეს ფორუმი გაიმართა.
„ფორუმი გახსნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრმა ომერ ბოლათმა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ და თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს პრეზიდენტმა ნაილ ოლფაქმა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 250-ზე მეტმა კომპანიამ – მათ შორის 150-მდე საქართველოდან და 70-მდე თურქეთიდან – შემდეგი სექტორებიდან: მშენებლობა, ლოგისტიკა, ენერგეტიკა, ფინანსები, გემთმშენებლობა და რესტავრაცია, ტექსტილი, IT სერვისები, ვაჭრობა, ტურიზმი, და ფარმაცია.
ამასთან, ფორუმის ფარგლებში გაიმართა B2B შეხვედრები, სადაც ქართველმა და თურქმა ბიზნესმენებმა განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები, საინვესტიციო ინტერესები და პარტნიორობის განვითარების გზები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – ბევრი დრო არ დაგვრჩა, რადგან მივუახლოვდით ზღვარს, როდესაც არათუ წინ ვერ მივდივართ ევროპაში, არამედ, ვკარგავთ იმასაც, რაც მოპოვებული გვქონდა – აქტიურად უნდა ვიბრძოლოთ სისტემის დემონტაჟისთვის