სამხრეთ კორეაში ოპოზიციის ლიდერი ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებისას დაჭრეს (ვიდეო)

სამხრეთ კორეაში წამყვანი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ლი ჯე-მიუნგი კისრის არეში დაჭრეს ქალაქ ბუსანში ვიზიტის დროს.

როგორც CNN წერს, პოლიტიკოსი ახლად აშენებულ აეროპორტში ჟურნალისტებს ესაუბრებოდა, რა დროსაც თავს დაესხნენ. პარტიის სპიკერის თქმით, მას კისრის მარცხენა მხარეს 1 სანტიმეტრიანი ჭრილობა აღენიშნება.

თავდამსხმელი ადგილზე დააკავეს, ლი ჯე-მიუნგი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარს გამოეხმაურა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სოკ ოოლი. მან მომხდარის გამო შეშფოთება გამოთქვა და სამართალდამცველებს მომხდარის სწრაფად გამოძიება დაავალა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი