უკრაინის პრემიერ-მინისტრად იულია სვირიდენკო დაინიშნა

უკრაინის პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო გახდა.
უმაღლესმა რადამ მის კანდიდატურას 262 ხმით დაუჭირა მხარი.
სვირიდენკო 2021 წლიდან იკავებდა უკრაინის ეკონომიკის მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას. მანამდე ის იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის მოადგილე.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, სვირიდენკოს ნაცვლად ეკონომიკის სამინისტროს ამჟამინდელი პირველი მოადგილე, ალექსეი სობოლევი უხელმძღვანელებს. დენის შმიგალი კი, რომელიც 2020 წლის მარტიდან იკავებდა პრემიერ-მინისტრის პოსტს, თავდაცვის სამინისტროს ჩაიბარებს.
უკრაინის პრეზიდენტმა მ სვირიდენკოს პრემიერის პოსტი ოფიციალურად შესთავაზა 14 ივლისს. მანამდე მედია წერდა უკრაინის მთავრობაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – უსუფაშვილს უთქვამს, სამაგიეროდ ივანიშვილის მოყვანით, წინა ხელისუფლება მოვიშორეთო – მომხრე ვარ დიდი გაერთიანების, მიუხედავად წარსული ცოდვებისა, მაგრამ გაერთიანებას შლის სწორედ ის ხალხი, ვინც დღემდე ტრაბახობს სააკაშვილის მოშორებით

ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის დოკუმენტი 100 ლარის სანაცვლოდ გასცა, ხოლო კიდევ ერთ პირს ბრალი მოსყიდვაში დახმარებისთვის წაუყენეს