სალომე ზურაბიშვილი იულია სვირიდენკოს უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

თქვენი ხელმძღვანელობა უკრაინისთვის გადამწყვეტ მომენტში ხდება. საქართველო უკრაინის გვერდით დგას, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი X-ზე წერს.
„თქვენი ხელმძღვანელობა უკრაინისთვის გადამწყვეტ მომენტში ხდება. საქართველო უკრაინის გვერდით დგას – თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ჩვენი საერთო ევროპული მომავლისთვის“, – წერს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, დღეს უკრაინის უმაღლესმა რადამ 262 ხმით, იულია სვირიდენკო ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცა.