გია ხუხაშვილი: თავი გავანებოთ ბიძინას ჩრდილიდან გამოსვლის მოტივებს, მისი ხელის ბიჭების დიფირამბებით შენიღბულ შიშებს, ოპოზიციის უსაფუძვლო ბაქიბუქს და ვცადოთ ვუპასუხოთ მთავარ კითხვას …

“თავი გავანებოთ ბიძინას ჩრდილიდან გამოსვლის მოტივებს, მისი ხელის ბიჭების დიფირამბებით შენიღბულ შიშებს, ოპოზიციის უსაფუძვლო ბაქიბუქს და ვცადოთ ვუპასუხოთ მთავარ კითხვას – რას ნიშნავს ეს ქართული სახელმწიფოსთვის და პოლიტიკური პროცესისთვის?
ჩემის აზრით, მისი ეს ნაბიჯი ძირითადად დადებითად უნდა შეფასდეს შემდეგი მიზეზებით:
1. გარკვეული აზრით აღდგა პოლიტიკური წესრიგი. ანუ გადაწყვეტილების მიმღები პირი შესაბამისად პასუხისმგებელიც ხდება პროცესებზე, რაც ოპოზიციას აძლევს საშუალებას პოლიტიკური ფოკუსი გაასწორონ და მუდმივად ფანტომებს არ სდიონ.
2. ბიძინა, არსაიდან მოსული მისი ე.წ. “გუნდისგან” განსხვავებით აღიარებს გარკვეულ წითელ ხაზებს, რადგან იცის მათი დარღვევის რეალური ფასი. შესაბამისად, მიუხედავად აგრესიული კამპანიისა, არ უნდა ველოდოთ ე.წ. “ბესპრედელს” რაც დამახასიათებელია მშიშარა, კოლბაში გამოყვანილი მისი გუნდის წევრებისთვის.
3. კორუფციული ქაოსი მოწესრიგდება და მას კონტროლირებადი სახე მიეცემა.
ერთადერთი კითხვა რჩება – აქვს თუ არა ოპოზიციას უნარი, სწორად შეაფასოს შექმნილი მოცემულობა და ადექვატური ოპონირება გაუწიოს არა ფანტომურ ორირაკლის გაუგებრობას, არამედ სრულიად რეალურ ბიძინა ივანიშვილს,” – წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი .

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ბიძინას ჩინურმა მარადონამ: ამდენი ხანია მტკიცებულება ვერ დადეს, რომ ჩემი მბრძანებელი რუსეთის კაციაო – რეჟიმის პროპაგანდა ერთი-ერთში იმეორებს რუსულ ნარატივებს – საითაც არ გაიხედავ და რაშიც არ ჩაიხედავ, ყველგან რუსეთია

რეზო კიკნაძე – დღეს საქართველო თვალჭრელიძეზე მდგარი ის შენობაა, საიდანაც ხალხი გამოასახლეს – იქ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ფორმიანი უსამართლობის დამცველი არაკაცები კი, რუსეთი, ნუ შევარჩენთ ამასაც – ახლა პროტესტმა იქ უნდა გადაინაცვლოს