ირაკლი კობახიძე: 2019 წლის 20 ივნისთან დაკავშირებით არის სერიოზული კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ …

2019 წლის 20 ივნისთან დაკავშირებით არის სერიოზული კითხვები. კერძოდ, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მიიყვანა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, მ ჟურნალისტების კითხვას, თუ სადამდე შეიძლება მივიდეს 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება და იკვეთება თუ ყოფილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას პასუხისმგებლობა.

„ბუნებრივია, ამაზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ. კარგია, რომ სტრასბურგის სასამართლომ ჩვენს ქვეყანას დაავალა ამ საკითხის დამატებით გამოძიება. 20 ივნისთან დაკავშირებით არის სერიოზული კითხვები. კერძოდ, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მიიყვანა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე. ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. ვნახოთ, რას დაადგენს გამოძიება“, – განაცხადა მ.

რაც შეეხება გიორგი გახარიას საზღვარგარეთ ყოფნას, კობახიძის შეფასებით, „გახარია ევროპაშია გაპარული“.

„ეს კაცი გაპარულია ევროპაში. რაც შეეხება ბრიუსელში, ზოგადად, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების ყოფნას, ამ ადამიანებს ერთადერთი მიზანი აქვთ, ეს არის ის, რომ რამენაირად საბოტაჟი განახორციელონ. ისინი ახორციელებენ კამპანიებს იმისთვის, რომ ქვეყანა ყველა მიმართულებით შეფერხდეს, თუმცა ხედავთ, რომ მათი მცდელობები არის წარუმატებელი. გაპარულია ეს კაცი ქვეყნიდან, რამდენად შეიძლება ამაზე სერიოზულად ვისაუბროთ, არ ვიცი. გაპარული კაცი იქიდან და რაღაც მესიჯებით გველაპარაკება. უბრალოდ, ეს ყველაფერი არასერიოზულია.

რა უნდა გააკეთოს გახარიამ ბრიუსელში გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ საბოტაჟით იქნება დაკავებული. აბსოლუტურად არასერიოზულია. შეუძლია, ბრიუსელიდან ამსტერდამში გადავიდეს“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გორის საკრებულოს წევრი – ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვაპირებთ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, ვიბრძვით იქამდე, სანამ ჩვენი ქვეყანა არ გახდება დასავლური სტრუქტურების ნაწილი და ჩვენ არ დავამარცხებთ ოლიგარქიას

ქობულეთის საკრებულოს წევრი – „ნაციონალური მოძრაობა“ 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ აპირებს და აგრძელებს ბრძოლას 2003 წლის იდეალებისთვის, რომელიც აგებული იყო ევროპულ ფასეულობებზე

თინა ბოკუჩავა – ზოგმა ვერ გაუძლო ცდუნებას, „ნაციონალური მოძრაობა“ კი 4 ოქტომბერსაც იქნება ბრძოლის წინა ხაზზე – შევიკრიბეთ, რათა ვუთხრათ არა, რუსულ სპეცოპერაციას და ვიბრძოლოთ თავისუფალი საპარლამენტო არჩევნებისთვის