მედია: ტრამპის ულტიმატუმის შემდეგ კრემლი სამშვიდობო მოლაპარაკებებს ითხოვს

-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ულტიმატუმის ფონზე სამშვიდობო მოლპარაკებების აუციებლობაზე ალაპარაკდა. ტრამპი კრემლისგან მოითხოვს, 50 დღის ვადაში გაფორმდეს სამშვიდობო შეთანხმება, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთს დამანგრეველი სანქციები დაეკისრება, მათ შორის მეორადი ტიპის სანქციებიც.

რუსეთის პროპაგანდისტულ მედიასთან კომენტარში კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ „ყველა მხარემ უნდა მოახდინოს ზეწოლა უკრაინაზე, რათა რუსეთთან ახალი მოლაპარაკებები შედგეს“. როგორც ვარაუდობენ, საუბარია სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე, სადაც დაბალი რანგის დელეგაციას გზავნის.

პესკოვმა ასევე შეაფასა ტრამპის გადაწყვეტილება, უკრაინისთვის იარაღი ევროპის ხარჯზე მიაწოდოს და განმარტა, რომ ამ ეტაპზე კიევისათვის შორი მოქმედების რაკეტების გადაცემა დღის წესრიგში არ დგას.

„ეს უბრალოდ ბიზნესია,“  განაცხადა მან.

ტრამპმა კრემლს მკაფიო ულტიმატუმი წარუდგინა: დაიდოს სამშვიდობო შეთანხმება უკრაინასთან 50 დღის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთს ელოდება საფრთხე უპრეცედენტო სანქციების სახით, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში. ეს მიუთითებს ტრამპის პოზიციის ცვლილებაზე – წარსულში იგი ცდილობდა პუტინთან პირადი ურთიერთობების ჩამოყალიბებას და სკეპტიკურად უყურებდა უკრაინის მხარდაჭერას.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც აზიანებს მეგობრობას – ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ამიტომ მზად ვართ, განვაახლოთ მუშაობა – ერთად უფრო ძლიერები ვართ: „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“