ნიკოლ ფაშინიანი: დიახ, ჩვენ მივიღეთ შემოთავაზებები აშშ-სგან

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, პრეს-კონფერენციაზე დაადასტურა, რომ სამხრეთ კავკასიაში კომუნიკაციების განბლოკვის საკითხზე აშშ-ს მხრიდან შემოთავაზებები მიღებულია.
„დიახ, ჩვენ მივიღეთ შემოთავაზებები აშშ-სგან,“ — აღნიშნა ფაშინიანმა.
ამასთანავე, მან ხაზი გაუსვა, რომ ყველა შემოთავაზება განიხილება სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სომხეთის რესპუბლიკის იურისდიქციის პრინციპების კონტექსტში. ამასთანავე, პრესკონფერენციაზე, სომხეთის პრემიერ მინისტრმა დაადასტურა, რომ სომხეთს სურს ევროკავშირში გაწევრიანება – „ ბრიუსელში ვიზიტის დროს გვკითხეს, გვსურს თუ არა ევროკავშირის წევრობა, და მე ვუპასუხე: დიახ, გვსურს.“

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ზურაბიშვილი: “ისტორიის შეურაცხყოფის” გამო რომ გვცემენ აწი, დააბრალეთ ეს ნაცების პროვოკაციას ან თქვით, რომ მსგავსი შემთხვევები ყველგან ხდება. მაგალითად ირანში, მიანმარში, ჩეჩნეთში…

ირაკლი აბესაძე: “სიწმინდეების, წინაპრების, რელიგიის და ისტორიის შეურაცხყოფაზე მყისიერ რეაგირებას” გვპირდება გიორგი (გივი) ქართველიშვილი, რომელიც კალაძის მერიიდან ყოველთვიურ ანაზღაურებას იღებს, როგორც წარმატებული მწვრთნელი