თავის სტრატეგიას არ ცვლის და ამ ტერორის წინააღმდეგ ჩვენი თავდაცვა უნდა გავაძლიეროთ

რუსეთი თავის სტრატეგიას არ ცვლის და ამ ტერორის წინააღმდეგ ჩვენი თავდაცვა უნდა გავაძლიეროთ, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, რუსული ძალების მიერ ვინიცაზე, დნიპროზე, ხარკოვსა და ოდესაზე განხორციელებულ საჰაერო იერიშებს.
“რუსების სამიზნე ენერგო ინფრასტრუქტურა იყო. ელექტროენერგიის აღსადგენად კრივი-რიჰში სამუშაოები მიმდინარეობს. სამწუხაროდ, 15 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი”, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული 200-მდე დრონი ჩამოაგდეს.
“ჩვენი თავდაცვა სისტემატურად უნდა გავაძლიეროთ: მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემითა და დრონით, რათა რუსეთმა ჩვენი პასუხი იგრძნოს“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: თაროზე ხომ არ ედოთ ლილუაშვილის საქმე და ახლა ბი-ბი-სის ჟურნალისტური გამოძიების და ევროპასთან უვიზო მიმოსვლის სავარაუდო შეჩერების გადასაფარად წინასაახალწლოდ გაწირეს განტევების ვაცი?