უკრაინაზე იერიშის დროს რუსეთმა შემთხვევით საკუთარი სოფელი დაბომბა

რუსეთის საჰაერო ძალებმა ბომბი შემთხვევით ვორონეჟის ოლქში, საკუთარ სოფელ პეტროპავლოვკაში ჩამოაგდეს.
როგორც ვორონეჟის გუბერნატორმა, ალექსანდრ გუსევმა დაწერა, შემთხვევის შედეგად დაზიანდა 7 კერძო სახლი და არავინ დაშავებულა.
ს თავდაცვის სამინისტრომ დააზუსტა, რომ 2 იანვრის დილით, ადგილობრივი დროით დაახლოებით 9 საათზე, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავის ფრენის დროს პეტროპავლოვკის თავზე “მოხდა საჰაერო საბრძოლო მასალის არასაშტატო გაშვება”.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოები და ვიდეოები, რომლებშიც აფეთქების შედეგად დაზიანებული სოფელი ჩანს.
გასულ ღამეს რუსეთმა იერიში მიიტანა ხარკოვსა და კიევზე. დარტყმების ფარგლებში 100-ზე მეტი დრონი და რაკეტა გამოიყენეს. იერიშების შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი.