ტოკიოს აეროპორტში, თვითმფრინავების შეჯახების შედეგად, სანაპირო დაცვის თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 5 ადამიანი დაიღუპა

ტოკიოს აეროპორტში, სანაპირო დაცვის თვითმფრინავისა და სამგზავრო თვითმფრინავის შეჯახების შედეგად, სანაპირო დაცვის თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ხუთი ადამიანი დაიღუპა.
BBC-ის ინფორმაციით, სანაპირო დაცვის თვითმფრინავის პილოტმა გადმოხტომა, შეძლო და მას დაზიანებები აქვს მიღებული.
იაპონიის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, მათი კუთვნილი თვითმფრინავი ნიიგატას აეროპორტისკენ მიფრინავდა, რათა ნოტოს ნახევარკუნძულზე მიწისძვრით დაზარალებულებისთვის დახმარება ჩაეტანა.
სამგზავრო თვითმფრინავს კი შეჯახების დროს ცეცხლი გაუჩნდა, თუმცა ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი გადარჩა.
ჰანედას აეროპორტში მომხდარის გამო ყველა ფრენა გაუქმებულია.