: მორალური იმპერატივი კი მკაფიოდ დაგვიდგინა საზოგადოებამ: ართანამშრომლობას + წინააღმდეგობა = “ბოიკოტს” და არანაირი ადგილი სთვის

პატიმრობაში მყოფი  წერილს აქვეყნებს:
არასწორად გამოყენებულ სიტყვა ბოიკოტზე მინდა დავწერო. უფრო სწორად კი იმაზე, რასაც რეალურად ვგულისხმობთ: ართანამშრომლობას + წინააღმდეგობაზე.
“ბოიკოტი” არჩევნებზე მისვლაზე მეტად, ანუ ე.წ. ს შემაჯამებელი ოქმის მონაცემებზე მეტად, საარჩევნო ბიულეტინის შინაარსში აისახება: როცა არც ერთი მეინსტრიმული პარტია არ მონაწილეობს, თან კონტექსტი იმგვარია, რომ თითქმის ყველა პოლიტიკური ლიდერი ციხეშია, ამ დროს a priori გამორიცხულია ლეგიტიმური არჩევნების ჩატარება. ზუსტად ამ მიმართულებით ქმნის რისკს 2 მეინსტრიმული პარტიის არჩევნებში მონაწილეობა. ეს ძალიან სამწუხარო ამბავია, თუმცა, იმედია, ეს პრობლემა ამ პარტიების პრობლემად დარჩება და არა ჩვენი სამშობლოსი.
არ გაგიგიათ “ბოიკოტის” ( შეგახსენებთ, ეს უდრის ართანამშრომლობას + წინააღმდეგობას) რეალური შედეგები სადმე დამდგარიყოს? ეს როგორ?
– აბა რამ გამოიწვია რეჟიმის არაღიარება?
– აბა რამ გამოიწვია სანქციები?
– აბა რამ შექმნა ობიექტური წინაპირობა იმისა, რომ პროტესტი უწყვეტია და რეალურ შედეგზე გასვლის არათუ იმედი არსებობს, არამედ ურყევი რწმენაც?
-აბა რატომ სხედან ადამიანები ციხეებში და იქ ხელები კი არ ჩამოუშვეს, არამედ აქამდე არნახული მორალური უპირატესობა მოიპოვეს?
-აბა რატომ აყროლდა ივანიშვილის ხელისუფლების ოლიგარქიული პირამიდა, რომელიც ძალიან მდგრადი იყო მანამდე?
ვინც ფიქრობს რომ ეს თავისით მოხდა, ღრმად ცდება.
მიზეზობრივ შედეგობრივი კავშირი ასეთია: “ბოიკოტით” მორყეული სისტემა – რეჯიმის აყროლებაა. ასეა და არა პირიქით. ყოველთვის და ყველგან ასეა, არა მარტო ოლიგარქიულ საქართველოში.
და ბოლოს და ბოლოს: როცა რაციონალურად ვერ იღებ გადაწყვეტილებას, მაშინ მორალურ იმპერატივს უნდა მიყვე. მორალური იმპერატივი კი მკაფიოდ დაგვიდგინა საზოგადოებამ:
ართანამშრომლობას + წინააღმდეგობა = “ბოიკოტს”
და არანაირი ადგილი არჩევნებისთვის ამ ერთადერთ სწორ
(პრაგმატულადაც და მორალურადაც) განტოლებაში უბრალოდ არ არსებობს.
ოლიგარქია უნდა დაემხოს!

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

მეუფე შიო – ყველანაირად ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა