თამო კეშელავა: ლოგიკურადაც რომ დაფიქრდე, ხალხის მომავალი მიაქვთ რუსეთში და ხალხს არ შეეხებაო, ეგ ან როგორ უნდა იფიქრო და ან როგორ უნდა თქვა…

ჟურნალისტი თამო კეშეკლავა:
არა, ტყუილია ეგ, რომ ქოცებს არ ადარდებთ უვიზო.
ძალიანაც ადარდებთ.
ძალიანაც უნდათ უცხოეთში სიარული და დასაბომბად გამზადებულ კრემლში ჯდომა ძალიანაც არ უნდათ.
უბრალოდ, თვლიან, რომ გამოძვრებიან.
უნდა იცოდნენ, უნდა გაიგონ, რომ ვერა, ვერ გამოძვრებიან.
იმედი აქვთ, არჩევნების – სულ ტყუილად, სულ რომ ტილოდ გაეგოთ ფეხთ გახარია და ლელო, არჩევნებამდე 2 თვით ადრე იწურება დრო.
მეორე – იმედი აქვთ, რომ ამდენ ნაწვალევს არ ჩაყრის ამერიკა და ევროპა წყალში და რუსეთს არ მისცემს საქართველოს.
არ ექნებათ პარტნიორებს სხვა გზა, ფიზიკურად არ დარჩებათ სხვა გზა, თუ ადგილზე არ ვიბრძოლეთ ჩვენი უფლებებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავლისთვის.
ისე, გახარია და კიდევ სხვებიც, გვაიმედებდნენ, ხალხს არ შეეხება სანქციებიო, გახსოვთ? ხოდა, ნეტავ ან რატომ აიმედებდნენ ხალხს და ან რის იმედად?
რანაირად არ შეეხება ხალხს, როცა ამ ხალხის სახელით მოლაპარაკე ოფიც თავებმა ქვეყანა დაიპყრეს?
ლოგიკურადაც რომ დაფიქრდე, ხალხის მომავალი მიაქვთ რუსეთში და ხალხს არ შეეხებაო, ეგ ან როგორ უნდა იფიქრო და ან როგორ უნდა თქვა…

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა