რატომ ურეკავდა პოსტიდან წასვლის შემდეგ თორნიკე რიჟვაძე ს – კითხვები აღიარების შემდეგ (ვიდეო)

მამუკა მდინარაძე ერთ კვირიანი გაუჩინარების შემდეგ დღეს ტელეკამერების წინ პირველად გამოჩნდა და პირველივე ფრაზა თავის მართლება იყო. მდინარაძე ამტკციებს, რომ რიჟვაძის საბედისწერო გასროლას არც სოციალურ ქსელით, არც სატელვიზიო კომენტარით, მხოლოდ იმის გამო არ გამოეხმარა, რომ საარჩევნო პროცესებში იყო ჩართული.

მდინარაძე პარლამენტის ეზოში დღეს მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ლევან ხაბეიშვილმა საჯაროდ დასვა კითხვა – სად გაქრა საპარლამენტო უმრაველობის ლიდერი და ხომ არ ჰქონდა მას კავშირი რიჟვაძის წინააღმდეგ განხორციელებულ ზეწოლასათან, რამაც აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური საბედისწრო გასროლამდე მიიყვანა.

მდინარაძე ამ განცხადების გამო, თავს დაესხა ლევან ხაბეიშვილს და ამ ინტერვიუს ჩაწერისა და ეთერში გავშვეის გამო “ტვ პირველს”. მდინარაძე თავს ესხმის “ტვ პირველს”, მაგრამ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში სტუმრად მოსვლას ერიდება. ამიტომ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა კითხვები მას ტელეფონით დაუსვა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი: …ვისაც რა მოეპრიანება და ესე დაუპირისპირდება საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სახელმწიფოს, ესე ჩირქს სცხებს და ჩვენ ხომ ვიცით, ეს რატომ კეთდებაა? რომ ახალი, ასე ვთქვათ, ვერსია შემოიტანეს

მიხეილ ყაველაშვილი – ალეკო ელისაშვილის ქმედება და BBC-ის ფილმი უნდა განვიხილოთ ერთიან კონტექსტში, ტერორისტული აქტია – დარწმუნებული ვარ, დაკვეთა იყო ელისაშვილის მიმართ, დაკვეთა იყო BBC-ის თემაში