სადგურის მოედანზე სახლი ჩამოინგრა – ინფორმაციას ავრცელებს

თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მოხდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებისა და საპოლიციო ძალების მობილიზება.
ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მყისიერად განახორციელეს მოქალაქეების ევაკუაცია.
მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ასევე, ადგილზე მყოფ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს, დაემორჩილონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები“,- აღნიშნულია -ს განცხადებაში.
Next: ქართველი ხალხის დაშანტაჟება იმის გამო, რომ მან არ დააბრუნა ხელისუფლებაში სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლობა, არის აბსოლუტურად სამარცხვინო ქმედება

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ ვამბობთ, რომ დიახ, კორუფციასაც ვებრძვით და დიახ, უნდა შემცირდეს ხარჯები, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი გასცემს – ადამიანმა სამ სამსახურში კი არ უნდა იმუშაოს, რადგან არ ყოფნის ხელფასი, უნდა იმუშაოს ერთ სამსახურში და მაღალი ანაზღაურება ჰქონდეს, შესაბამისად, უნდა გაიზარდოს ხელფასი

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიზნად ისახავს ბიუროკრატიის შემცირებას, მენეჯმენტის გამოსწორებას, ახალგაზრდებისთვის საჯარო სამსახურში დასაქმების შესაძლებლობის გაზრდას და მათ დაინტერესებას