ირაკლი კობახიძე – ხედავთ, რამდენად მძიმე მდგომარეობაა რადიკალურ ოპოზიციაში, ერთმანეთთანაც არიან დაპირისპირებული, ორი პარტია ორ პარტიას აგინებს – ოპოზიცია ნებისმიერი კონფიგურაციით განწირულია მძიმე მარცხისთვის

ხედავთ, რამდენად მძიმე მდგომარეობაა რადიკალურ ოპოზიციაში, ერთმანეთთანაც არიან დაპირისპირებული – ორი პარტია ორ პარტიას აგინებს იმის გამო, რომ მათ გადაწყვიტეს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა.
კობახიძის თქმით, ოპოზიცია დღეს კიდევ უფრო დასუსტებულია, ამიტომ, ნებისმიერი კონფიგურაციით განწირულია ძალიან მძიმე მარცხისთვის.
„ნებისმიერ კონფიგურაციაში, ნებისმიერ ფორმატში ჩვენ 64-ვე მუნიციპალიტეტში დიდი უპირატესობით მოვიგებთ, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს. ამაზე მეტყველებს, მათ შორის, კვლევები, რომლებიც ჩვენ გვაქვს და საერთო სურათი – ყველა ხედავს, თუ როგორია საზოგადოების დამოკიდებულება, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს და აფასებს ყველაფერს და ამის გამოა აბსოლუტურად დისკრედიტირებული რადიკალური ოპოზიცია ჩვენს ქვეყანაში.
თქვენ ხედავდით, რომ მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში ეს ადამიანები აკეთებდნენ ყველაფერს იმისათვის, რომ დაეზიანებინათ ჩვენი ეროვნული ინტერესები. ისინი აკეთებდნენ ყველაფერს იმისათვის, რომ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, არ გახსნილიყო მოლაპარაკებები საქართველოსთან და ა.შ.. საკმაოდ ვრცელია ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების ჩამონათვალი. ასეთ პირობებში არავის უნდა უკვირდეს, რომ ოპოზიცია არის კიდევ უფრო დასუსტებული, ვიდრე ის იყო ერთი წლის წინ, საპარლამენტო არჩევნებამდე, შესაბამისად, ოპოზიცია ნებისმიერი კონფიგურაციით არის განწირული ძალიან მძიმე მარცხისთვის“, – განაცხადა მ.