ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტე: ევროპამ უნდა გაიღვიძოს

ევროპამ უნდა გაიღვიძოს და ინვესტიცია ჩადოს იარაღის წარმოებაში, რათა დაამტკიცოს, რომ ევროპა ძლიერია, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ განაცხადა.

„ევროპამ უნდა გაიღვიძოს. ჩვენ არ გვჭირდება ინვესტიცია სამხედრო წარმოებაში მხოლოდ საჭირო დახმარების უზრუნველსაყოფად. ეს საჭიროა, როგორც საშუალება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ევროპა ძლიერია. ძლიერია არა ომების წარმოებისთვის, არამედ მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ევროპისგან უსაფრთხოების სფეროში უფრო მეტ პასუხისმგებლობას ელიან აშშ-ის არჩევნებისა და პრეზიდენტის შესაძლო ცვლილების ფონზე.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)