ბერდია სიჭინავა – ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ ურთიერთკონკურენცია არჩევნებზე, ამიტომ მერობის არაპარტიულ, ნეიტრალურ კანდიდატზე, ასევე, მაჟორიტარობის ანდა საერთო პარტიულ კანდიდატებზე ვეცდებით შეთანხმება დავდოთ

ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ ურთიერთკონკურენცია ამ არჩევნებზე, ამიტომ მერობის არაპარტიულ ნეიტრალურ კანდიდატზე ვეცდებით შეთანხმება დავდოთ, ასევე, მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატებზე, ანდა საერთო პარტიულ კანდიდატებზე, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ „ლელო – ძლიერ საქართველოსთან“ მემორანდუმის გაფორმების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს რომ ისინი რაიმე ფორმით რაიმე პროცესის ნორმალიზებას ახდენენ, პირიქით, ეს პროტესტის გაფართოების და ახალი მუხტის მიცემის დამატებითი საბრძოლო ხაზია.
„ქვეყანაში გვაქვს სერიოზული პოლიტიკური კრიზისი, ფაქტობრივად, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი არის მიტაცებული. მმართველი პარტია გასულია სახელმწიფოს მართვის კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და ამ პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პრაგმატული თანამშრომლობა და ურთიერთკოორდინაცია. სწორედ ამ მიზნით, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება და კოალიცია „ძლიერი საქართველო“ აცხადებს შეთანხმების, მემორანდუმის, თანამშრომლობის საწყის პრინციპებს, რაც გულისხმობს საერთო ბრძოლას, კოორდინაციას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, იმიტომ, რომ ეს არ არის სტანდარტული , შესაბამისად, ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ ურთიერთკონკურენცია ამ არჩევნებზე, ამიტომ მერობის არაპარტიულ ნეიტრალურ კანდიდატზე ვეცდებით შეთანხმება დავდოთ.
ასევე, მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატებზე, ანდა საერთო პარტიულ კანდიდატებზე, რაც, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე ფორმით ნორმალიზებას ვახდენთ რაიმე პროცესის. ეს პირიქით, პროტესტის გაფართოების და ახალი მუხტის მიცემის დამატებითი საბრძოლო ხაზია. სამწუხაროდ, დღეს ქვეყანაში „ოცნებას“ ჯერ კიდევ ჰყავს მხარდამჭერთა რაოდენობა, ამიტომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს თითოეულ ადამიანთან მისვლა, რომლებიც უნდა დავარწმუნოთ, რომ „ოცნება“ არის ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის მატარებელი პოლიტიკური ძალა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ოპოზიციაში. არის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ასეთი გზა.
მე ვფიქრობ, ჩვენ პრაგმატული თანამშრომლობის კარგი მაგალითი ვანახეთ სხვა დანარჩენ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს და ამიტომ ჩვენ ამ თანამშრომლობისთვის, მემორანდუმში ასახულ პრინციპებზე დაყრდნობით, რა თქმა უნდა, მზად ვართ, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან, საზოგადოებრივ მოძრაობასთან, სტუდენტურ მოძრაობასთან, ცალკეულ ინდივიდებთან, თუ პროტესტში ჩართულ გმირ ადამიანებთან,“ – განაცხადა სიჭინავამ.
ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. პარტიებს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს დღეს ხელი „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ მოაწერეს. როგორც ბერდია სიჭინავამ აღნიშნა, პარტიები “თვითმმართველობის არჩევნებში საერთო ბრძოლასა და საერთო პრინციპებზე თანხმდებიან”.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა