დონალდ ტრამპის საგანგებო წარმომადგენელი, გენერალი კით კელოგი უკრაინაში ჩავიდა

14 ივლისს -ის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელი უკრაინის საკითხზე – გენერალი კით კელოგი – ში ჩავიდა. მისი დახვედრის ამსახველ ფოტო და ვიდეომასალა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელ ანდრი ერმაკის ტელეგრამის გვერდზე გამოქვეყნდა.
გენერალ კელოგის ვიზიტი უკრაინაში ერთ კვირას გაგრძელდება.
ანდრი ერმაკის ტელეგრამის პოსტში წერია:
„თავდაცვა, უსაფრთხოების განმტკიცება, იარაღი, სანქციები, ჩვენი ხალხის დაცვა, უკრაინასა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის გაძლიერება – ბევრი თემაა განსახილველი.
რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა. მშვიდობა ძალის გზით – ეს არის აშშ-ის პრეზიდენტ ს პრინციპი და ჩვენ ამ მიდგომას მხარს ვუჭერთ“.
კვირას ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ 13 ივლისის თათბირზე იმსჯელეს გენერალ კელოგის ვიზიტზეც და რომ მოლაპარაკებები წარიმართება უკრაინისთვის შემდგომ სამხედრო დახმარებაზე:
„დავავალე მთავარსარდალ სირსკის და გენერალური შტაბის უფროს ჰნატოვს, წარუდგინონ მას ინფორმაცია ს შესაძლებლობებსა და ჩვენს პერსპექტივაზე. ვამზადებთ აგრეთვე პრეზიდენტ ტრამპის საგანგებო წარმომადგენლისა და უკრაინის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელების შეხვედრებს. მიწოდებული ინფორმაცია იქნება ყოვლისმომცველი. იმედს ვამყარებთ აშშ-ის სრულ გაგებაზე იმისა, რა შეიძლება გაკეთდეს რუსეთის მშვიდობისკენ იძულებისთვის“.
აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელი და უკრაინის პრეზიდენტი ერთმანეთს ბოლოს 9 ივლისს რომში, „უკრაინის აღდგენის კონფერენციის“ ფარგლებში შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალური საიტის თანახმად, ზელენსკიმ კელოგთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა „უკრაინისთვის სამხედრო მიწოდების განახლებაზე ვაშინგტონიდან მომდინარე სიგნალების მნიშვნელობას“. რომში შეხვედრაზე საუბარი იყო უკრაინის თავდაცვის ძალების გაძლიერებაზე, ამერიკული იარაღის შესყიდვის პერსპექტივაზე, უკრაინა-აშშ-ის თავდაცვით წარმოებაზე, დრონების ერთობლივი წარმოების ჩათვლით. 9 ივლისის შეხვედრაზე ზელენსკიმ და კელოგმა იმსჯელეს აგრეთვე რუსეთზე სასანქციო ზეწოლის შენარჩუნებაზე. კერძოდ, მსჯელობა შეეხებოდა სენატორების – გრემისა და ბლუმენტალის – კანონპროექტს რუსეთის საბანკო და ენერგოსექტორების წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე, რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის” სანქციების სამიზნეში ამოღებასა და რუსეთის ნავთობის შემსყიდველებისთვის მეორადი სანქციების დაწესებაზე.
გასულ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნატოს გავლით მიაწვდის უკრაინას იარაღს და 13 ივლისს აგრეთვე თქვა, რომ უკრაინას გაუგზავნის Patriot-ის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებს, რომლების საფასურსაც ევროკავშირი გადაიხდის.
გენერალი კით კელოგი პრეზიდენტის თანაშემწედ და უკრაინასა და რუსეთზე საგანგებო წარმომადგენლად აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2024 წლის ნოემბრის ბოლოს დანიშნა.
ფორუმი