გამოემგზავრეთ თურქეთში პროსტატას კიბოს სამკურნალოდ – Acıbadem-ის შეთავაზებები

პროსტატას კიბო მამაკაცებში ყველაზე გავრცელებული კიბოს ფორმაა, თუმცა საბედნიეროდ დაავადება ძირითადად განკურნებადია. ლოკალიზებული დაავადებისგან სამუდამოდ განსაკურნებლად Acıbadem-ში გთავაზობთ, როგორც ქირურგიულ, ასევე არაქირურგიულ მეთოდებს. მეტასტაზური პროსტატას კიბოს შემთხვევაში კი ვმკურნალობთ სისტემური და ტარგეტირებული რადიოაქტიური თერაპიების გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს დაავადების პროგრესირების შეჩერებას, სიმპტომების შემსუბუქებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
პროსტატას ჯირკვალი უნიკალურად მამაკაცებისთვის არის დამახასიათებელი და რეპროდუქციული სისტემის ნაწილს წარმოადგენს. პროსტატასთან დაკავშირებული დაავადებები ფართოდ გავრცელებულია, აქედან ყველაზე ხშირად გვხვდება პროსტატას კიბო, კეთილთვისებიანი კეთილთვისებიანი პროსტატას გადიდება და პროსტატიტი. თითოეულ ამ დაავადებას განსხვავებული ხასიათი აქვს და ინდივიდუალურ მკურნალობას საჭიროებს. პროსტატას კიბო განსაკუთრებით დიდ შეშფოთებას იწვევს, რადგან სიტყვა „კიბო“ ბევრისთვის ნეგატიურად ჟღერს. საბედნიეროდ, თუ სიმსივნე ლოკალიზებულია და პროსტატას არ გასცდენია, თანამედროვე გვაძლევს მისი მკურნალობის შესაძლებლობას.
რობოტული ქირურგია, როგორც პროსტატას კიბოს უსაფრთხო და ზუსტი აღმოფხვრის მეთოდი
პროსტატას კიბოს მკურნალობის ოქროს სტანდარტს ქირურგიული ჩარევა წარმოადგენს, ამ დროს პროსტატა სრულად ამოიკვეთება. იმ შემთხვევაში თუ სიმსივნე ლოკალიზებულია უშუალოდ პროსტატაში, ოპერაციის შედეგად პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდება. აღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვანია მომიჯნავე სისხლძარღვებისა და ნერვების და შესაბამისად შარდის კონტროლისა და ერექციული ფუნქციების შენარჩუნება, რათა უზრუნველყოფილ იქნას მამაკაცის ცხოვრების სათანადო ხარისხი. სიმვნის წარმატებით ამოკვეთის შემთხვევაშიც კი, შარდის შეუკავებლობა მნიშვნელოვნად აუარესებს ყოველდღიურ ცხოვრებას და შესაძლოა დამატებითი მკურნალობაც გახდეს საჭირო. კიდევ ერთი შესაძლო გვერდითი ეფექტია ერექციული დისფუნქცია, რაც გავლენას ახდენს როგორც პაციენტზე, ასევე მის პარტნიორზე. სწორედ ამ მიზნით, მსოფლიოს წამყვანი უროლოგიური ონკოლოგიის ცენტრები, მეტი სიზუსტის უზრუნველსაყოფად, რადიკალური პროსტატექტომიის დროს სულ უფრო ხშირად იყენებენ რობოტულ სისტემებს.
შესაბამისად, რობოტული ქირურგია წარმატებით დაინერგა Acıbadem Healthcare Group -ის 6 საავადმყოფოშიც. პროსტატას კიბოს მკურნალობაში რობოტული ქირურგიის გამოყენებაში გამოცდილი ჩვენი უროლოგების წყალობით ჩვენ უზრუნველვყოფთ სიმსივნის სრულად ამოკვეთას, შარდის შეუკავებლობისა და იმპოტენციის რისკის მინიმიზაციით. გარდა ამისა, Acıbadem-ის უნივერსიტეტში ფუნქციონირებს რობოტული ქირურგიის ოფიციალური სასწავლო ცენტრი, რომელიც ამზადებს ქირურგებს და გასცემს გლობალურად აღიარებულ სერტიფიკატს.
რადიოთერაპია ეფექტურად მკურნალობს ლოკალიზებულ პროსტატას კიბოს
რადიოთერაპიის მეშვეობით კიბოს მკურნალობაში Acıbadem-ს უკვე 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს. რადიაციული ონკოლოგიის განვითარებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მკურნალობის შედეგების გაუმჯობესებაში და დღესდღეობით, რადიოთერაპია მრავალი ტიპის კიბოს, მათ შორის პროსტატას კიბოს სამკურნალოდ ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა. MRI-ის ქვეშ ჩატარებული რადიოთერაპია ამ სფეროში მოწინავე ტექნოლოგიად ითვლება, რადგანაც ამ პროცესში ტრადიციულ CT-ზე დაფუძნებულ სისტემებისგან განსხვავებით, უზრუნველყოფილია სიმსივნის ზუსტი ტარგეტირება და ჯანმრთელი ქსოვილების მეტი დაცულობა. პროსტატას კიბოს ლოკალიზებული ფორმის შემთხვევაში, MRI-ის ქვეშ ჩატარებული რადიოთერაპია ქირურგიული ოპერაციის მსგავსად შედეგიანია. რაც ნიშნავს, რომ სიმსივნის მკურნალობა განაკვეთის გარეშე რადიკალური პროსტატექტომიის ალტერნატიულად ხორციელდება.
თუ ჩემი სიმსივნე მეტასტაზირებულია…
პროსტატას კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში ყველაზე დიდ გამოწვევას სხვა ორგანოებსა და ქსოვილებზე მისი გავრცელება წარმოადგენს. პაციენტების 10%-ზე ნაკლების დიაგნოსტირება სწორედ იმ ეტაპზე ხდება, როდესაც ორგანიზმში მეტასტაზები უკვე გავრცელებულია. ასეთ დროს ქირურგიული ჩარევა შესაძლებელი აღარ არის და ონკოლოგები, მკურნალობის სხვადასხვა მეთოდის კომბინაციით ცდილობენ დაავადების მართვას.
რადგანაც პროსტატას კიბო ჰორმონდამოკიდებულია, მეტასტაზური ფორმის შემთხვევაში მკურნალობა ძირითადად ჰორმონული თერაპიის მეშვეობით მიმდინარეობს, თუმცა, იმ შემთხვევაში პაციენტის რთული მდგომარეობის გათვალისწინებით ან დაავადების აგრესიული ფორმის დროს, შესაძლებელია ქიმიოთერაპიის გამოყენებაც. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ჰორმონული და ქიმიო თერაპიების მიმართ რეზისტენტულია, შესაძლებელია რადიოაქტიური თერაპიის, მაგალითად, Lutetium-177 PSMA-ს გამოყენება.
სამკურნალო გეგმა ეფუძნება პაციენტის სიმსივნის სიმწვავეს, ჩატარებულ თერაპიებზე პაციენტის რეაქციასა და PSMA PET სკანირების შედეგებს. Acıbadem-ში უროლოგიური კიბოს მიმართულებით სპეციალიზებული ონკოლოგები მჭიდროდ თანამშრომობენ უროლოგებთან, რათა ყოველი პაციენტისთვის ინდივიდუალურად შეიმუშავონ მკურნალობის ოპტიმალური გეგმა.
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ „აჯიბადემი“ მზადაა პაციენტების მისაღებად, უპრეცედენტო უსაფრთხოების ნორმებისა და სპეციალური სამუშაო რეჟიმის დაცვით. თქვენი სამედიცინო დანიშნულების მოგზაურობის დასაგეგმად თურქეთში, შეგიძლიათ მიმართოთ აჯიბადემის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში:
ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 58, ტელ: 0322 158500
ქ. , ვ. გორგასლის ქ. 156, ტელ: 0422 223000
ქ. ბათუმი, ზ. გორგილაძის ქ.2
ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქ. 60, ტელ: 0431 258500
ჯანმრთელობას გისურვებთ!
(R)