ლაშა ბუღაძე: ეს მუდმივი “საპანაშვიდე” პოზა ჩვენვე გამოგვხრავს

მწერალი ლაშა ბუღაძე:

როგორმე უნდა გამოვიდეთ “მსხვერპლის პატერნიდან”, არაცნობიერი ტკბობისგან, თუ როგორი მართლები ვართ და როგორ გვჩაგრავენ. ივანიშვილისა და რუსების სინდისზე აპელირება აბსურდია და თუკი უსამართლობისგან ჩაგრულობის განცდა საერთო ეროვნულ რისხვად არ ტრანსფორმირდება, ეს მუდმივი “საპანაშვიდე” პოზა ჩვენვე გამოგვხრავს. სისუსტის პრეზენტაციულობა ყოველთვის მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. ნუთუ შეუძლებელია, რომ ოდნავ მაინც ვგავდეთ ამით უკრაინელებს – სიმტკიცეში, ნაკლებ ისტერიულობაში, მობილიზებულობაში, რეალურ და არა უნიჭო სადღეგრძელოდ ამოძახებულ ერთიანობაში, თავდაჭერაში?! ისე ნუ ვიზამთ, რომ დროზე ადრე მივუსამძიმროთ საქართველოს! ბრაზისა და ნამდვილი ერთიანობის გარეშე საქართველო რუსეთი ხდება, გავიგოთ!

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ