ისრაელის უზენაესმა სასამართლომ მთავრობის მიერ მიღებული სასამართლო რეფორმის კანონი გააუქმა

ისრაელის უზენაესმა სასამართლომ მთავრობის მიერ მიღებული სასამართლო რეფორმის კანონი გააუქმა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ისრაელის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ კანონი უნდა გაუქმდეს, რადგან იგი ისრაელის დემოკრატიას სერიოზულ და უპრეცედენტო ზიანს აყენებს.
კანონი, რომელიც უზენაესმა სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო, ისრაელის მთავრობამ გასული წლის ივლისში მიიღო. კანონი უზენაეს სასამართლოს მთავრობის გადაწყვეტილებების ზედამხედველობის უფლებას ართმევდა.
საბოლოოდ, სასამართლომ კანონი 8 ხმით 7-ის წინააღმდეგ გააუქმა.
შეგახსენებთ, გასულ წელს, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ, საპროტესტო აქციები გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც აზიანებს მეგობრობას – ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ამიტომ მზად ვართ, განვაახლოთ მუშაობა – ერთად უფრო ძლიერები ვართ: „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“