საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია დამაჯერებლად დაამარცხა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია დაამარცხა და ჯგუფიდან გასვლის შანსი რეალური გახადა. პირველ ტურში ავსტრიასთან დამარცხების შემდეგ პლეი ოფში გასვლას ჩრდილი მიადგა, თუმცა კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა მეორე ტურის მატჩში სოლიდურ მეტოქეს სძლია. შვეიცარიას პირველ ტურში ჰყავდა დამარცხებული, შესაბამისად, ურიგო ოპონენტი არ გახლდათ, თუმცა ქართველებმა მოინდომეს და მეტოქე ისე დაამარცხეს, შანსი არ მიუციათ – 96:81.
ქართველებმა პირველი, მეორე და მესამე პერიოდები მოიგეს. საქართველოს ლიდერობამ ბოლო ათწუთეულის წინ მთლიანობაში 25 ქულა შეადგინა, რაც გამარჯვებას ნიშნავდა. ბოლო პერიოდში შვეიცარიელებმა ჩამორჩენა მხოლოდ შეამცირეს, თუმცა საბოლოოდ 15 ქულით მაინც დამარცხდნენ.
საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შედეგი ჰქონდა თენგო გოგიშვილს რომელმაც 23 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. ორმაგი დუბლი გაიფორმა ალექსანდრე დაუშვილმა, რომელმაც 22 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. ავთანდილ ბახტაძის ანგარიშზე 20 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი დაგროვდა.
სანამ ჯგუფის დღევანდელი მატჩები დასრულდებოდეს, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. დღეს ნიდერლანდები დანიას შეხვდება, ავსტრია კი ჩრდილოეთ მაკედონიას.
GBF.GE
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
დავით უსტიაშვილი: მიზანია, ნაკრებმა ოპტიმალურ კონდიციებს ივლისის დასაწყისისთვის მიაღწიოს
U20. საქართველოს ნაკრებმა ალბანეთი გაანადგურა და ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა