ელენე ხოშტარია – ბრაზი და ტკივილი არა წყევლად ან ხელის ჩაქნევად, არამედ მოქმედებად და წინააღმდეგობად უნდა ვაქციოთ – თუ ეგოისტები არ ვართ და კომფორტის ზონიდან გამოსვლა შეგვიძლია, ასეთ მომენტებში სწორ მოქმედებაზე უნდა მივმართოთ ენერგია

თუ ეგოისტები არ ვართ და კომფორტის ზონიდან გამოსვლა შეგვიძლია, სწორედ ასეთ მომენტებში უნდა მოვბილოზდეთ და სწორ მოქმედებაზე მივმართოთ ენერგია. ჩამოიშლება ეს არაადამიანების სისტემა ამ შემართებით,- ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია, ამავე პარტიის ლიდერის, ზურა ჯაფარიძის დედის გარდაცვალებას.
როგორც ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნულმა ამბავმა საზოგადოებაში ბრაზი და ტკივილი გააძლიერა.
„ზურას დედის ამბავმა ყველა ადამიანადდარჩენილს ცხადია ბრაზი და ტკივილი გაგვიძლიერა. მაგრამ ეს ბრაზიც და ტკივილიც არა წყევლად ან ხელის ჩაქნევად, არამედ მოქმედებად და წინააღმდეგობად უნდა ვაქციოთ. თუ ეგოისტები არ ვართ და კომფორტის ზონიდან გამოსვლა შეგვიძლია სწორედ ასეთ მომენტებში უნდა მოვბილიზდეთ და სწორ მოქმედებაზე მივმართოთ ენერგია. ჩამოიშლება ეს არაადამიანების სისტემა ამ შემართებით“,- წერს ელენე ხოშტარია.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი