უკრაინული მხარის ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს რუსებმა უკრაინას რეკორდული რაოდენობის 90 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით შეუტია. შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ 87 “შაჰიდი” გაანადგურეს.
შეტევა 11 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და უკრაინული მხარის ცნობით, საბრძოლო სამუშაოები დაახლოებით დილის 4 საათზე დასრულდა – “ახალი წლის ღამეს სამხრეთში საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს შაჰიდ-131/136 ტიპის 51 უპილოტო საფრენი აპარატი: 28 ოდესის რაიონში, 14 ნიკოლაევის რაიონში, 5 ვინიცას რაიონში, 2 დნეპროპეტროვსკის რეგიონში, თითო-თითო ხერსონისა და კიროვოგრადის რაიონებში”.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ოდესის რეგიონში დაზიანდა პორტის ტერმინალი და საცხოვრებელი კორპუსები. ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი აცხადებს, რომ თავდასხმის შედეგად 15 წლის ბიჭი დაიღუპა, შვიდი ადამიანი დაშავდა, მათგან სამი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დრონის ჩამოვარდნამ დააზიანა სულ მცირე სამი საცხოვრებელი კორპუსი.
ნიკოლაევის რაიონში ინფრასტრუქტურულ ობიექტზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
ვინიცის რაიონში დრონის ნამსხვრევებმა ავტოფარეხი და სახლის ფანჯრები დააზიანა. ლვოვში, არსებული მონაცემებით, დრონის თავდასხმის შედეგად დაზიანდა რომან შუხევიჩის მუზეუმი და დუბლინის უნივერსიტეტი.