რუსეთმა უკრაინაში დარტყმები განახორციელა ლვოვზე, ჩერნოვციზე, ლუცკსა და ხარკოვზე

11-დან 12 ივლისის ღამით ს არმიამ რაკეტებით და დრონებით ინტენსიური თავდასხმა განახორციელა ზე. ცეცხლის ქვეშ მოყვა რამდენიმე ქალაქი, მათ შორის ლვოვი, ჩერნოვცი, ლუცკი და ხარკოვი.
დაზუსტებული ინფორმაციით, ლვოვში დაიჭრა ექვსი ადამიანი. ქალაქში დაზიანებულია ორი საცხოვრებელი კორპუსი, დაზიანდა საბავშვო ბაღის შენობა და რამდენიმე ავტომობილი. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ზიანი მიადგა ორ საწარმოსაც. დიდი ალბათობით, დარტყმების ერთ-ერთი სამიზნე იყო კორპორაცია “ელექტრონის” შენობა.
ჩერნოვციში ორი ადამიანი დაიღუპა დრონების და რაკეტების ნატეხების ჩამოვარდნის შედეგად. მძიმედ დაიჭრა ოთხი პირი, 10 ადამიანი შედარებით მსუბუქადაა დაშავებული. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები, ადმინისტრაციული შენობები და მანქანები.
ლუცკში დაინგრა კერძო სახლი, ცეცხლი გაუჩნდა მანქანას. ქალაქის მერი იუწყება, რომ მსხვერპლი არ არის.
სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ხარკოვში დარტყმა განხორციელდა ს რაიონზე, გამოყენებული იყო ორი საჰაერო ბომბი და რვა დრონი. დაზიანდა საწარმოები, საცხოვრებელი სახლი, სასწავლებლის შენობა.
უკრაინის პრეზიდენტის, ს ცნობით, ღამის განმავლობაში რუსეთის არმიამ გაუშვა 26 ფრთოსანი რაკეტა და 600-მდე დრონი.
უკრაინის არმიის საჰაერო თავდაცვის ინფორმაციით, ჩამოგდებულ იქნა 25 ფრთოსანი რაკეტა და 319 შემტევი დრონი, კიდევ 258 დრონი-იმიტატორის “ადგილმდებარეობა დაიკარგა, ან ისინი გააუვნებლეს რადიოელექტრონული ბომბების საშუალებებით”.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შსს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიცია ტაქსის მძღოლს აკავებს, განმარტებას აკეთებს – როგორც უწყებაში აცხადებენ, მამაკაცი ნარკოლოგიურ შემოწმებაზეა გადაყვანილი

შსს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიცია ტაქსის მძღოლს აკავებს, განცხადებას ავრცელებს – უწყების განმარტებით, მამაკაცი ნარკოლოგიურ შემოწმებაზეა გადაყვანილი