Amnesty International საბა ჯიქიას საქმეზე განცხადებას ავრცელებს

Amnesty International 19 წლის საბა ჯიქიას საქმეზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ “მართლმსაჯულებისადმი ასეთი შერჩევითი მიდგომა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.”
ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე, დენის კრივოშეევი 19 წლის სტუდენტის საქმის განხილვას სასამართლოში აფასებს, როგორც “სამართლიანი სასამართლოს პრინციპების დამარღვეველს.”
ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოზარდი დემონსტრანტებისთვის გამოტანილი მკაცრი სასჯელების პარალელურად, “ხელისუფლება არ იჩენს ნებას, გამოიძიოს პოლიციის მიერ ჩადენილი სერიოზული დარღვევები”.

“საბა ჯიქიას სასამართლო პროცესი სამართლიანი სასამართლოს პრინციპების დარღვევებითა და მცირეწლოვანთა მართლმსაჯულების პროცედურების არაპრივილეგირებული გამოყენებით იყო დახასიათებული, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით ისინი, როგორც წესი 18-დან 21 წლამდე ასაკის ბრალდებულებისთვის გამოიყენება.

მის წინააღმდეგ წარდგენილ მტკიცებულებებს შორისაა ვიდეოჩანაწერი, რომელიც დაცვის მხარემ ეჭვქვეშ დააყენა და პროკურატურის ექსპერტის დასკვნა, რომლის დაკითხვის საშუალებაც დაცვის მხარეს არ მიეცა” – წერს კრივოშეევი და საქართველოს მოუწდებს, დაუყოვნებლად შეწყვიტოს უსამართლობისა და დასუჯელობის პოლიტიკა.