მეტროსადგური „ვარკეთილის“ დროებით დაკეტვასთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

სარეაბილიტაციო სამუშაოების მოცულობისა და ტექნოლოგიური სპეციფიკის გათვალისწინებით, დღეიდან, მეტროსადგური „ვარკეთილი“ 45 დღით წყვეტს მგზავრთა მომსახურებას.
ამის შესახებ თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.
„შესაბამისი პროექტის ფარგლებში, გაიწმინდება და დამუშავდება ჭერის კოროზირებული/დაზიანებული ზედაპირები, მოხდება თაღის მიღმა არსებული სიცარიელეების შესაბამისი ტექნიკური ხსნარებით შევსება/დაჭირხვნა. ასევე, თაღის ტემპერატურული ღარების/ნაკერების ჰერმეტიზაცია მიწისქვეშა წყლების ჟონვის პრევენციისთვის. რეაბილიტაცია ჩაუტარდება დახრილ საესკალატორო გვირაბში თუჯის სამაგრ დეტალებს.
აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ უშუალოდ განახლდება მოსაპირკეთებელი სამუშაოები, რომლის დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.
მოცემულ პერიოდში, მგზავრთა შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, დაინიშნა მუნიციპალური ავტობუსის დროებითი მარშრუტი N174. ავტობუსი იმოძრავებს წრიულად, პიკის საათებში 3-წუთიანი ინტერვალით და მგზავრებს მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიამდე და პირიქით მოემსახურება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ფაქტია, რომ სურსათზე ფასების კუთხით რაღაც გამართულად არ არის – როგორც ჩანს, იყო ხარვეზები, დარღვევები თანამდებობის პირების მხრიდან, მათ რომ კეთილსინდისიერად ემუშავათ, შეიძლება ეს პრობლემები არ დამდგარიყო

ლელა ჯეჯელავა – შესაწირი ბატკანივით რომ დაადო თავი ლილუაშვილმა და მივიდა პროკურატურაში, დავიჯერო თავის დასაცავი ან სხვისი დასაშანტაჟებელი არაფერი ჰქონდა? უცნაური ამბავია – რაშიც ლილუაშვილი მონაწილეობდა, მონაწილეობდა ივანიშვილიც