საბა ჯიქია გაასამართლეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცედურების გამოყენების გარეშე – Amnesty International

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International ეხმაურება 19 წლის დემონსტრანტის, საბა ჯიქიასთვის 4,5-წლიანი პატიმრობის მისჯას. სხვა დარღვევებთან ერთად, ორგანიზაციის კრიტიკის საგანია ისიც, რომ მოზარდი, რომელიც დაკავების მომენტში ჯერ კიდევ 18 წლის იყო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცედურების გამოყენების გარეშე გაასამართლეს.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება არის სპეციალური პროცედურებისა და მიდგომების ერთობლიობა, რომელიც ქართულ მართლმსაჯულების სისტემაში გამოიყენება 21 წლამდე ბრალდებულებთან. ამ მიდგომით, პრიორიტეტი უნდა იყოს მოზარდი ბრალდებულის რეაბილიტაცია და არა მხოლოდ მისი დასჯა.
“საბა ჯიქიას სასამართლოს ჩრდილი მიადგა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცედურების გამოუყენებლობის გამო, რომელიც ქართული კანონმდებლობთ, გამოიყენება 18-დან 21 წლამდე ბრალდებულებისთვისაც. მის წინააღმდეგ მტკიცებულებები მოიცავდა ვიდეოჩანაწერებს, რომელთა მოპოვების წესსაც დაცვის მხარე აპროტესტებდა და ბრალდების მხარის ექსპერტების დასკვნებს, რომელთა ჯვარედინი დაკითხვის შესაძლებლობა მას [ადვოკატს] არ ჰქონია”, – აცხადებს დენის კრივოშეევი, ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე.
10 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა სინდისის პატიმარს, 19 წლის საბა ჯიქიას 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მას 1-ელ დეკემბერს, ნაშუაღამევს, დარბევების პერიოდში, აქციაზე გდდ-ს თანამშრომელ, სპეცრაზმელ ბექა გოტიაშვილზე წიხლის ჩარტყმას ედავებოდნენ. წარდგენილი ბრალი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. ბექა გოტიაშვილის ჩვენების მიხედვით, ის წაიქცა და წიხლი მიაყოლეს. თვითონვე ამბობს, რომ დაზიანება არ მიუღია.
ამავე თემაზე:
· 19 წლის საბა ჯიქიას 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა მოსამართლემ

ასევე დაგაინტერესებთ

ანტონიო კოშტა – ტარიფები გადასახადებია, ისინი ზრდიან ინფლაციას, ქმნიან გაურკვევლობას და ხელს უშლიან ეკონომიკურ ზრდას – ევროკავშირი რჩება მყარი, ერთიანი და არის მზად, დაიცვას თავისი ინტერესები

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირის ექსპორტზე 30%-იანი ტარიფები დააზიანებს ბიზნესებს, მომხმარებლებსა და პაციენტებს ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს – მზად ვართ დავიცვათ ევროკავშირის ინტერესები